შალვა ამირეჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა [[თბილისის სათავადაზნაურო ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია]]. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობა, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს.
 
ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა "ფარსმან-ფარუხის" ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე "ჩორჩანელი", "შ.ა." და "ა.-ი". ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები: "დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი" ("კლდე", 1912 № 14 ), "შოთა რუსთაველი" ("კლდე", 1913 № 16), "ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო" ("საქართველოს", 1915, № 60), "ვალერიან გუნია" ("საქართველო", 1917, № 92), "ქართველი მენშევიკები" ("საქართველო", 1918, № 8), "ამიერ-კავკასიის სეიმი" ("საქართველო", 1918 № 11), "დამოუკიდებლობა" ("საქართველო, 1918, № 232"), "თბილისის უნივერსიტეტი" ("საქართველო", 1921, № 18) და სხვა.