ალბერტ თავხელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
[[1953]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]. 1956-1970 წლებში მუშაობდა [[ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტი]]ს განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970 წლებში პარალელურად მუშაობდა ქ. სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. თსუ-ის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. თავხელიძის შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. თავხელიძემ [[ანატოლი ლოგუნოვი| ა. ლოგუნოვთან]] ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი. თავხელიძეს შრომების ციკლისათვის, რომლებიც შეეხება პი-მეზონების ნუკლონებზე ფოტოდაბადებას, ავტირთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1973).
 
==ორდენები და ჯიდლოები==
* [[ოქტომბრის რევოლუციის ორდენი]] (1978)
* [[შრომის წითელი დროშის ორდენი]] (1970)
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.inr.ru/tavkhelidze/index.html თავხელიძის პირადი გვერდი]