დავით ლორთქიფანიძე (პედაგოგი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
1924 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სოფელ [[თოხლიაური]]ს დაწყებით სკოლაში.
 
1925 წელს გამოაქვეყნდა პირველი ბროშურა თემაზე — „გოგია უიშვილი, ლიტერატურული გასამართლება“. 1929-1936 წლებში ლუკა ციხისთავთან, შალვა სიხარულიძესთან და ვ. ბახტაძესთან თანაავტორობით ორ წიგნად გამოსცა „კლასთან ბრძოლის ისტორია“, სახელმძღვანელო ათწლედებისა და ტექნიკუმების უფროსი კლასებისათვის.
 
1937 წელს დავით ლორთქიფანიძემ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ის გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა ხარისხით: დოცენტად (1937-1948), პროფესორად (1943-1963), პედაგოგიკის კათედრის გამგედ (1963-1985), პროფესორ კონსულტანტად (1985 წლიდან).
 
1944 წელს [[რუსეთის სფსრ]] პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ის იყო პირველი ქართველი ვინც, დაიცვა პედაგოგიკის დარგში საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები (თემებზე — იან ამოს კომენსკის დიდაქტიკა და კ. დ. უშინსკის პედაგოგიური მოძღვრება). ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია და საერთოდ პირველი დისერტაცია საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.
 
1947 წელს დავით ლორთქიფანიძე დაინიშნა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სადაც 1960 წლამდე იმუშავა.