ლატავრა ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
ლატავრა ღვალაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ([[1952]]). [[1952]]-[[1955]] ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, [[1955]]-[[1961]] - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. [[1961]]-[[2006]] - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ამჟამად ატარებს აკადემიკოს [[გიორგი წერეთელი|გიორგი წერეთლის]] სახელს) სემიტოლოგიის განყოფილების ჯერ უფროსი, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. [[1962]]-[[1966]] პარალელურად მოღვაწეობდა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[ვეფხისტყაოსანი|"ვეფხისტყაოსნის"]] აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ლ. ღვალაძე არის 30 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები ეძღვნება სხვა და სხვა ასპექტებს ძველი მწერლობის ძეგლებისა "წარტყუვნაი იერუსალიმისაი", "გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება", "წმ. ბაბილას წამება" და ა.შ. მისი მონოგრაფია "ბაბილას წამების" ბერძნული, ქართული, სირიული და არაბული ვერსიები" ([[1992]]) გამოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის [[ილია II|ილია II-ის]] ლოცვა-კურთხევით.
 
==ლიტერატურა==
* ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 54-55.
 
{{DEFAULTSORT:ღვალაძე, ლატავრა}}