მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
# გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
1810 წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო.
ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. 1819-1820 წლებში [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთისა აჯანყების]] დროს აჯანყების ხელმძღვანელი [[ივანე აბაშიძე]] გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.[[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]]. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
მამიას გარდაცვალების შემდეგ გურიის მთავარი მისი მცირეწლოვანი ძე [[დავით გურიელი|დავითი]] გახდა, რეგენტი კი — მამიას ქვრივი [[სოფიო გურიელი|სოფიო]]. დაკრძალულია [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მონასტერში]].
|