ხალედ ალ-აზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
სირიაში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ოჯახის წევრი. იგი არის ოსმალეთის იმპერიის რელიგიების მინისტრის შვილი. [[1923]] წელს დაამტავრა [[დამასკის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი. [[1925]] წლიდან ქალაქის მთავრობის წევრია. ამავე დროს იგი აქტიურად მართავს საკუთარი ოჯახის წევრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
[[1930]]-იანი წლებიდან დაუახლოვდა ანტიკოლონიალური ეროვნული ფრონტის წამყვან ლიდერებს, ისეთებს როგორიცააა მაგალითად [[ჰაშიმ ალ-ათასი]] და [[შუქრი კუათლი]].
 
[[1941]] წელს საფრანგეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ იგი პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ იგი შეცვალეს და პრეზიდენტად დანიშნეს ფრანგების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი [[ტაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი]].
 
[[1943]]-[[1947]] წლებში მუშაობდა პარლამენტსა და მთავრობაში. [[1945]] წელს იგი წარუმატებლად იბრძოდა პრეზიდენტ [[შუქრი კუათლი]]ს წინააღმდეგ, რომელსაც უნდოდა შეეცვალა კონსტიტუცია და შემდეგი ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. [[1947]]-[[1948]] წლებში სირიის ელჩია საფრანგეთში.
 
[[1948]]-[[1949]] წლებში პრემიერ-მინისტრია. ამ პერიოდში იგი ცდილობს მიიღოს ფინანსური დახმარება [[აშშ]]-სა და [[საფრანგეთი]]საგან, ამისათვის აწრმოებს აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. თუმცა მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან სამხედროები. პირველ რიგში სირიის არმიის შტაბის უფროსი [[ჰუსნი ალ-ზაიმი]]. გენერალ ალ-ზაიმის მიერ ორგანიზებული [[1949]] წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალედ ალ-აზმი და პრეზიდენტი [[შუქრი კუათლი]] დააპატიმრეს. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ალ-აზმი კვლავ პარლამენტის დეპუტატი, ხოლო მოგვიანებით ფინანსთა მინისტრი გახდა.
 
==ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხალედ_ალ-აზმი“-დან