შარლ ჰელუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
 
შარლ ჰელუ ითვლებოდა [[ფუად შეჰაბი]]სთან დაახლოებულ პიროვნებად, სწორედ ამიტომ მან შარლ ჰელუ თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. [[1964]] წელს შარლ ჰელუ ლიბანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია [[ლიბანის პრეზიდენტი]]ს თანამდებობაზე<ref>Lee, Khoon Choy (1993) ''Diplomacy of a Tiny State'' World Scientific, ISBN 981-02-1219-4 p. 223</ref><ref>Reich, Bernard (1990) ''Political Leaders of the Contemporary Middle East and North Africa: A Biographical Dictionary'' Greenwood Publishing Group, ISBN 0-313-26213-6 pp 298—299</ref>.
 
შარლ ჰელუს პრეზიდენტობის დროს მისი დიდი პრობლემა იყო პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირება მეზობელ [[ისრაელი|ისრაელთან]] და [[ექვსდღიანი ომი]] ([[1967]]). გარდა ამისა, მისი პრეზიდენტობის დროს გაკოტრდა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მსხვილი [[ინტრა ბანკი]]. ექვსდღიანი ომის პერიოდში ლიბანის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო ომთან დაკავშირებით: პოლიტიკოსების მუსულმანური ნაწილი მოითხოვდა ომში ჩაბმას არაბული ქვეყნების მხარეს, ხოლო ქრისტიანები ამ იდეის წინააღმდეგები იყვნენ.
 
შარლ ჰელუმ მოახერხა ხელი შეეშალა ლიბანის საომარ მოქმედებებში ჩართვისათვის, მაგრამ [[1968]] წლის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადი გახადა პოლიტიკური პოლარიზება ქვეყანაში. პარლამენტში ჩამოყალიბდა პროარაბული კოალიცია [[რაშიდ ქარამე]]ს ხელმძღვანელობით და პროდასავლური კოალიცია [[ქამილ შამუნი]]ს, [[პიერ ჟმაიელი]]სა და [[რაიომონ ედე]]ს მეთაურობით. აღნიშნულ კოალიციებს ეკავათ 30-30 ადგილი 99 კაციან პარლამენტში.
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_ჰელუ“-დან