ტომას ჰენრი ჰაქსლი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
[[ფაილი:Thomas Henry Huxley.jpg|thumb|right|ჰაქსლი, ტომას ჰენრი]]
'''ტომას ჰენრი ჰაქსლი''' (დ. [[4 მაისი]], [[1825]], [[ილინგი]], [[ლონდონი|ლონდონის]] მახლობლად — გ. [[29 ივნისი]], [[1895]], [[ისტბორნი]], სასექსი)
[[1846]]-[[1850]] მონაწილეობდა ექსპედიციაში [[ავსტრალია|ავსტრალიის]] აღმოსავლეთ სანაპიროსა და [[ახალი გვინეა|ახალ გვინეაზე]]; [[1854]]-[[1895]] სამეფო სამთო სკოლის [[პროფესორი]]. [[1871]]-[[1880]] ლონდონის სამეფო საზოგადოების მდივანი. [[1883]]-[[1885]] - [[პრეზიდენტი]]. მისი გამოკვლევები ეხება პალეონტოლოგიის, ანთროპოლოგიის, ევოლუციური თეორიის, ზოოლოგიისა და შედარებითი ანატომიის საკითხებს. დაამტკიცა ნათესაური კავშირი [[მედუზები|მედუზებსა]] და [[პოლიპები|პოლიპებს]] შორის ([[1849]]), განავითარა და დაამტკიცა დებულება [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი ცხოველების]] ქალას ერთიანი აგებულების შესახებ, დაამტკიცა ფრინველების წარმოშობა ქვეწარმვლებისაგან. ჰაქსლი ავითარებდა არასწორ შეხედულებას იმის შესახებ , რომ ორგანული სამყაროს ჯგუფების უმეტესობა არ განიცდის პროგრესს, მაგრამ ჩ. დარვინის წიგნის ("სახეობათა წარმოშობა", [[1859]]) გამოსვლის შემდეგ, დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ ადამიანი ცხოველური წარმოშობისაა. იგი მტკიცედ იცავდა დარვინიზმს კლერიკალების თავდასხმებისაგან.
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|609}}
|