ჰიპატია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსი [[სოკრატი]] ჰიპატიას ძალადობრივ სიკვდილში ,,ვინმე პეტრეს" ადანაშაულებს, გვიანდელი ავტორები დამნაშავედ კირილეს ასახელებენ, რომლის მოგვიანებით წმინდანად კანონიზაცია მოხდა. საინტერესოა, რომ 1970 წელს კრებულ ,,ეკლესიის რეფორმატორებში" ეპისკოპოს კირილეზე აღნიშნულია: ,,ის სულ ცოტა მორალურად პასუხისმგებელია კეთილშობილი წარმართის, ჰიპატიას მკვლელობაში." ტინეფელდი აღნიშნავს: ,,შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ რომ კეთილშობილი და მაღალი განათლების მქონე ქალი იყო ფანატიკოსი ეპისკოპოსის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი." მიუხედავად ამ და ბევრი სხვა ავტორის ერთსულოვანი თანხმობისა, ეკლესია დღემდე ჯიუტად უარყოფს კირილეს მაპროვოცირებელ როლს ჰიპატიას ტრაგედიაში. [[ვატიკანი]]ს პოზიცია დღემდე უარყოფითია.
 
ჰიპატიას სიკვდილს მოგვიანებით მეცნიერთა მასობრივი ემიგრაცია მოჰყვა ალექსანდრიიდან, რითიც დაუყოვნებლივ ისარგებლეს ქრისტიანმა ფანატიკოსებმა და ანტიკური ეპოქის საგანძური - [[ალექსანდრიის ბიბლიოთეკა]] დაწვეს. ამდენად, ანტიკური ცოდნის კოლოსალური და ფასდაუდებელი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა. მისი სიკვდილის შემდეგ ალექსანდრიის ნეოპლატონური სკოლა დაკნინდა და უბრალო ღვთისმეტყველების სკოლად იქცა. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ჰიპატიას სიკვდილი სიმბოლური იყო. მისი სიკვდილი კლასიკური ანტიკურობის აღსასრულად იქცა. როგორც სტეფან გრინბლატი აღნიშნავს, აპათიას სიკვდილი "ეფექტური მინიშნება იყო ალექსანდრიის ინტელექტუალური ცხოვრების დაცემისა".
 
== ფილოსოფია და სამეცნიერო მოღვაწეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპატია“-დან