არტაქსერქსე I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
 
რაც შეეხება ათენელებს, ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას. [[ძვ. წ. 449]] წელს მათმა ესკადრამ [[კიმონი]]ს მეთაურობით [[კვიპროსი|კვიპროსთან]] დაამარცხა სპარსული არმია. მალე ზავი დაიდო, რამაც დაასრულა ნახევარსაუკონოვანი ბერძნულ-სპარსული ომი.
 
==აჯანყება ეგვიპტეში==
 
[[ძვ. წ. 460]] წელს აჯანყებამ იფეთქა [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], რომელმაც მალევე მიიღო საბრძოლო ხასიათი. ამბოხებას ხელმძღვანელობდა ლივიელი [[ინარი]]. იგი შეიჭრა ნილოსის ხეობაში და მალე მას შეუერთდნენ სხვა ამბოხებულებიც. [[ინარი|ინარმა]] დასახმარებლად [[ათენელები|ათენელებსაც]] მიმართა და სთხოვა რომ მისთვის გემები გამოეგზავნათ, მართლაც [[ძვ. წ. 459]] წელს ეგვიპტისაკენ [[200]] გემი დაიძრა.
 
ეგვიპტის დედაქალაქი [[მემფისი]] კი ჯერ კიდევ [[სპარსელები|სპარსელების]] კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა როგორც კი ათენელები თავს დაესხნენ [[მემფისი|მემფისს]], დედაქალაქი მათ ხელში აღმოჩნდა და მას ვეღარ აკონტროლებდნენ სპარსები. ათენელებმა ალყაში მოაქციეს ,,თეთრი კედელი".
 
[[ძვ. წ. 456]] წელს [[არტაქსერქსე I|არტაქსერქსე I-მა]] ამბოხებულების წინააღმდეგ [[სირია|სირიის]] სატრაპი ბაგაბუხშმი გაგზავნა და ამდენი წლის შემდეგ სწორედ მან მოახერხა ამბოხებულებისა და მათი მოკავშირეების დამარცხება. ბრძოლამ კუნძულ [[პროსოპიტიდა|პროსოპიტიდაზე]], [[დელტა|დელტის]] [[დასავლეთი|დასავლეთით]] გადაინაცვლა. თითქმის წელიწადნახევარი გასტანა ორ მხარეს შორის დაპირისპირებამ და საბოლოოდ სპარსებმა მოახერხეს მტრის მოგერიება. [[ეგვიპტე]] კვლავ სპარსების ხელში აღმოჩნდა.
 
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტაქსერქსე_I“-დან