ჰადესი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Hades-et-Cerberus-III.jpg|rightმინი|150px300პქ|ჰადესი - ქვესკნელის მბრძანებელი]]
'''ჰადესი''' ({{lang-grc|Ἅιδης ან ᾍδης}}, {{lang-la|Pluto}}) — ქთონური ღვთაება [[ბერძნული მითოლოგია|ძველ ბერძნულ მითოლოგიაში]], ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. [[კრონოსი]]ს და [[რეა]]ს ძე, ([[ჰესიოდე]], თეოგონია), [[ზევსი]]ს და [[პოსეიდონი]]ს ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან [[ჰერსეფონესი|ჰერსეფონესთან]] ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია [[კვიპაროსი]] და [[ნარგიზი]]. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და ჰოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მოცვალებულთა სამყოფელის სახელი.მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა რომ სულები არ გაქცეულიყვნენ ჰადესის სამეფოში იყო მდინარე მლეთე რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს თვალის გუგებზე მონეტას უდებდნენ.
 
== მითოლოგია ==
[[ჰესიოდე|ჰესიოდეს]] მოსაზრებით, როდესაც ჰადესი დაიბადა იგი მამამ შთანთქა როგორც დანარჩენი შვილები. სამი ძმის, [[ტიტანები|ტიტანებზე]] გამარჯვების შემდეგ მსოფლიო გაიყო სამ ნაწილად. ჰადესს წილად შეხვდა ქვესკნელი და ძალაუფლება მკვდართა ჩრდილებზე და სულებზე. ჰადესი ითვლებოდა მიწისქვეშა სიმდიდრის, ნაყოფიერების ასევე დედამიწაზე მოსავლის ღვთაებად. [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] გადმოცემით, ჰადესი თვითონ იცავს თავის სამეფოს. [[ჰომეროსი]] მოიხსენიებს ჰადესს, როგორც გონიერს და სტუმართმოყვარეს. ოლიმპიურ [[მითოლოგია|მითოლოგიაში]], ჰადესი არის ერთ-ერთი თორმეტ ოლიმპიელს შორის, ასევე შედის იმ მეფეთა სამეულში რომლებმაც გაიყვეს მსოფლიო [[ტიტანები|ტიტანებთან]] გამარჯვების შემდეგ. ჰომეროსი გვაცნობს მას, როგორც სიკვდილის ღმერთს, დამცველს თავისი ქვესკნელის სამეფოსი. როგორც სიკვდილის ღმერთი, იგი იყო საშნელი, რომლის სახელის ხსენებისაც კი ეშინოდათ და მის სახელს ანაცვლებდნენ სხვადასხვა ეპითეტებით მათ შორის სახელი პლუტონით, რომელიც მეხუთე საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა. საბოლოოდ ამან შეცვალა მისი ორიგინალური დასახელება, რომლითაც [[ჰომეროსი]] მოიხსენიებდა. ასეთი მეთოდით ჰადესმა პლუტონში გააერთიანა დამოუკიდებელი ღვთაების სიმდიდრე და ნაყოფიერება. სახელის შეცვლასთან ერთად, მოხდა ჰადესზე წარმოდგენის შეცვლა და ასევე მის სისასტიკეზე შეიცვალა წარმოდგენა. ჰადესის მეუღლეს [[ჰერსეფონე|ჰერსეფონეს]] ასევე მოიხნეიებენ, ნაყოფიერების და ქვესკნელის ქალღმერთად. სხვადასხვა თქმულებებში აღნიშნულია ჯადოსნური ქუდი, რომელსაც ჰქონდა თვისება გამხდარიყავი უხილავი. [[ციკლოპები|ციკლოპებმა]] ჰადესს ქუდი აჩუქეს მათი ტყვეობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ. ამ ამ ქუდს [[ზევსი]] იყენებდა [[ტიტანები|ტიტანებთან]] შერკინების დროს. პლუტონი გამოსახულია სამ თავიან ძაღლში. [[ჰერაკლიტე]] გაიგივებულია [[დიონისე|დიონისესთან]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|585|გელოვანი ა.}}
 
{{მითოლოგია}}
 
 
{{ბერძნული მითოლოგია}}
 
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]