სკორპიონ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
ამავე რელიეფზე სკოპრიონ II-ის თავთან გამოსახულია შვიდ ფურცლიანი ვარდული (ჰორის ალტერნატიული აღწერა) და სკორპიონი, რომელიც სავარაუდოდ იკითხება როგორც „მეფე სკორპიონი“. ასევე რელიეფზე გამოსახულია სხვადასხვა სახის და შინაარსის სიმბოლოები და შტანდარტები, ცხოველები, ფრინველები და სხვა. საყურადღებოა ფრინველ იბისის სიმბოლო (ეგვიპტელების სიმბოლური გამოსახულება), რომელიც ნიშნავს სიტყვა „რეხიტს“ და თავისმხრივ ითარგმნება როგორც ხალხი, ადამიანები.
 
ბოლო დროის აღმოჩენებმა აჩვენეს, რომ სკორპიონი აღნიშნავს არა სახელს არამედ უფრო მეტად ტიტულს. სავარაუდოდ ის წარმოშობილია იერაკონპოლის სახლიდან განსხვავებით ატისის სახლისა, საიდანაც წარმოიშვა მეფე [[ნარმერი]]. საგულისხმოა ასევე ორმხრივ გამოსახულებიანი რელიეფი, რომელზეც ერთ მხარეს ნაჩვენებია შევარდენი, როგორც მეფის განსახიერება, ლომი, სკორპიონი და სამეფო ძალები თუ როგორ ანგრევენ მტრის ციხესიმაგრეს. მეორე მხარეს ჩანს ხეები, ხარები, ვირები, ცხვრები და ეს ყველაფერი დასახელებულია სიტყვით „ლიბია“, რომელიც როგორც ჩანს უნდა ნიშნავდეს ერთდროულად პირუტყვის დაუფლებას და ქვეყანა ლიბიის დაპყრობას. შევარდენით და ლომით ყოველთვის აღნიშნავდნენ მეფეს, ხოლო მორიელი განასახიერებს თვითონ სკორპიონს.
 
ზემოაღნიშნული რელიეფების და წარწერების გაშიფვრით შეიძლება ითქვას, რომ სკორპიონი იყო [[სამხრეთი]]თ [[ნეჰენი]]დან [[ჩრდილოეთი]]თ ტურამდე არსებული ვრცელი ტერიტორიის მმართველი. მიუხედავად იმისა, რომ აბიდოსში არსებული ოთხოთახიანი საფლავი ითვლება მეფე სკორპიონის განსასვენებელ ადგილად, მისი აბიდოსში ყოფნის დამაჯერებელი არგუმენტები არ არსებობს. აბიდოსში იქნა ნაპოვნი როგორც პირველი დინასტიის ასევე დინასტიამდელი მეფეების საფლავები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონ_II“-დან