ხამურაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 2:
'''ხამურაბი''' (დაახ. [[ძვ. წ. 1810]] — [[ძვ. წ. 1750]]) — [[ბაბილონეთი]]ს [[მეფე]] [[ბაბილონის მეფეები|პირველი ბაბილონური დინასტიიდან]], [[ძვ. წ. 1792]] - [[ძვ. წ. 1750]]. [[ისტორია]]ში ცნობილი პირველი [[ხამურაბის კანონები|კანონების კრებულის]] ავტორი.
 
მისი მეფობის პირველ წლებში ბაბილონი [[ლარსა|ლარსის]] მეფეს [[რიმსუენი|რიმსუენსა]] და [[ასურეთი]]ს მეფე [[შამშიადად I]]-ს ემორჩილებდაემორჩილებოდა. ასეთ ვითარებაშიც კი მან ფრთხილი დიპლომატიის წყალობით შეძლო სამხრეთ შუამდინარეთის ქალაქების [[ურუქი]]ს, [[ური]]სა და [[ისინი]]ს შემომტკიცება.
 
შამშიადად I-ის გარდაცვალების შემდეგ ხამურაბი აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაადგა - [[მარი]]დან გააძევა ასურელი მეფე [[იასმახადადი]] და იქ თავისი კაცი [[ზიმრილიმი]] დასვა; მეფობის 30-ე წელს ჩრდილოეთ შუამდინარეთში გაილაშქრა, [[ეშნუნას სამეფო]] დაიმორჩილა და [[ელამი]] დაამარცხა. მომდევნო წელს [[ლარსა]]ც შემოიერთა. ზიმრილიმის მხრიდან ღალატში დაეჭვებული ხამურაბი მეფობის 32-ე წელს შეიჭრა მის სამეფოში და იავარჰყო იგი. მეორეჯერ მოწყობილი დამსჯელი ექსპედიციის დროს მარი საბოლოოდ შემოიმტკიცა. მალე ხამურაბიმ ასურეთის დედაქალაქი [[აშური (ქალაქი)|აშური]]ც დაიპყრო. ხამურაბის დროს [[ბაბილონი]]ს სახელმწიფო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდა, კულტურა აყვავდა. ხამურაბის პერიოდს განეკუთვნება მრავალი ადმინისტრაციული და დიპლომატიური მიმოწერის საბუთები, სააღმშენებლო წარწერები თუ იურიდიული დოკუმენტები. ჩვენს დრომდე მოაღწია ხამურაბის სახელით შედგენილმა კანონთა [[ხამურაბის კანონები|კრებულმა]], რომელიც ძველი აღმოსავლეთის საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხამურაბი“-დან