ნუგზარ საჯაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნუგზარ საჯაია''' (დ. 25 დეკემბერი 1941, სოფელი ჯვარი, [[წალენჯიხის რაიონი]], [[საქართველოს სსრ]]) — [[ეროვნული უშიშროების საბჭო]]ს მდივანი 1996-2002 წლებში.
 
დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1964 წლებში — ქ. თბილისის 71-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1970-1979 წლებში — კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, მცხეთის რაიკომის მეორე მდივანი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი, კომპარტიის ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1979 -1989 წლებში — კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭის დეპუტატი.
 
1990-1991 წლებში — [[საქართველო|საქართველოს რესპუბლიკის]] უზენაესი საბჭოს წევრი — მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 1993 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე; 1993 წელს — საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996 წელს — პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში — ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მინიჭებული ჰქონდა [[გენერალ-ლეიტენანტისლეიტენანტი]]ს წოდება. 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნუგზარ_საჯაია“-დან