ანჩისხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
 
==ტაძრის სიწმინდე==
{{მთავარი|ანჩისხატი (ხატი)}}
[[ფაილი:Antschißchati Tryptichon.jpg|thumbnail|[[ანჩისხატი (ხატი)|ანჩის მაცხოვრის ხატი]], ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.]]
ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან [[ბექა ოპიზარი|ბექა ოპიზარის]] (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი [[ანჩისხატი (ხატი)|მაცხოვრის ხატი]] გადმოასვენეს, რომელიც ადრე [[ანჩის საკათედრო ტაძარი|ანჩის საკათედრო ტაძარში]] ესვენა. მღვდელი [[პოლიევქტოს კარბელაშვილი]] ანჩისხატზე წერს:
 
{{ციტატა|...გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯან აივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი–ანჩისა, ნათლისმცემლისა, იოანემახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი-ორიათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ [[1660]] წელს. ესე ხატები გორიდან, ჯერს ჭალაში ჩაასვენა [[იოთამ ამილახვარი|იოთამ ამილახვარმან]] თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.}}
Line 58 ⟶ 59:
ნიკოლოზ კათალიკოზმა დომენტის ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი...
 
ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიისმსახურნიეკკლესიის მსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არათუ მარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად(61). ანტონ I კათალიკოზი(62) 1744 წლიდგანვე შეუდგა ყრმათა აღსაზრდელ სკოლების გაუმჯობესობასა, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები კატეხიზმოსი, გრამმატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოღიკისა, ფილოსოფიისადასხ. ”1683წელსკათოლიკოსნიკოლოზამილახვრისდაკვეთითეკლესიამოიხატა. აღსანიშნავია აბსიდის შუბლზე გამოსახული “იესეს ძირი”, რომელიც საქართველოში ბაგრატიონთა გვარის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს.
 
სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალდ როზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო. ტაძარი XIX საუკუნეში რამდენჯერმე შეკეთდა და კვლავ მოიხატა.
 
1958-1960 წლებში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოეხსნა XIX საუკუნის დანამატები. ბევრ ადგილას განახლდა დაზიანებული თავდაპირველი სა ფასადოწყობა. პირვანდელი სახით შემოინახა საკურთხევლის აფსიდი სადა მიმდებარე სათავსების ფართო სარკმელები.
Line 66 ⟶ 65:
შენობის ძველი კედლები შიგნიდანაც და გარედანაც სუფთად თლილი მოყვითალო ტუფის დიდი კვადრებითაა ამოყვანილი. XVII საუკუნეში აღდგენილიკ ამარები, თაღები, ბურჯები, კედლების ნაწილები და კარნიზები აგურისაა.
 
იმავე აღდგენის დროს თავდაპირველი სამი წყვილი ჯვრისებრი ბურჯი ორი წყვილი მრგვალი ბურჯით შეცვალეს. სამხრეთიდან ეკლესიას ჰქონდა თანადროული ეგვტერი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვროდა ორი პატარა მართხკუთხა სათავსი. ეგვტერიც და სათავსებიც დანგრეულია, ჩანს მხოლოდ მათი კედლების ძირი. ტაძარში, ძირითადად, ახლად დაწერილიხატებია, ხოლო ტაძრის მთავარისიწმინდე–ანჩისხატი, იგივე ”პირიუფლისა” საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ანჩისხატის ტაძრის საფლავებიდან აღსანიშნავია კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ევდემოსის(63) და დავით-გარეჯის წინამძღვრის ონოფრე მაჭუტაძის საფლავები. ჩრდილოეთ-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა განისვენებს მეფე არჩილის ასული, ბატონიშვილი მარიამი. ამბიონის მარცხნივ დაკრძალულია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი, მარჯვნივ კედელთან გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი. ანჩისხატის ტაძარი მდებარეობს ი. შავთელის ქუჩის #1–ში.
 
 
==არქტიტექტურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანჩისხატი“-დან