ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
[[1954]] წელს [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემისის]] ენერგეტიკის ინსტიტუტმა დაამუშავა ენგურზე ჰესების კასკადის მშენებლობის სქემა. ამ სქემის მიხედვით [[ზამთარი|ზამთრის]] პერიოდისათვის გარანტირებული სიმძლავრე მხოლოდ 200 მეგავატი იყო, რაც პროექტის ნაკლად შეფასდა.
 
[[1960]] წელს "ჰიდროპროექტმა"დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების სქემა.ეგნურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის მიხედვით დაიწყო. საბოლოოდ ენგურჰესის მთლისანიმთლიანი პროექტი შეიქმნა [[1965]]–[[1970]]–იან წლებში, მშენებლობა კი [[1961]] წელს დაიწყო.
 
ენგურჰესის მშენებლობა [[ქართული]] ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისათვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშნებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიჩნევდნენ. ოპტიმისტებს მშენებლობის მასშტაბურობა და [[რელიეფი]]ს სირთულე აფრთხობდა, იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას.