ჭინკა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭინკა''' — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; "ქაჯი", ...
(განსხვავება არ არის)

22:48, 11 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ჭინკა — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; "ქაჯი", ჰაერის მცველი, "მაცდურად იტყვიან გლეხნი" (საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: "ჭინკა ბიჭი").

ჭინკობისთვესექტემბერია. ოქტომბერ-ნოებერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა. "ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად" — აკაკი წერეთელი. 7 დეკემბერს მიქელ-გაბრიელი ბოჭავს და წყალში ყრის ჭინკებს.

თარგი:მითოლოგიური ლექსიკონი

იხილეთ ასევე