ოსამა ბინ ლადენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 91:
 
== სახელი ==
ამ დროისთვის არ არსებობს  არაბული სიტყვების და სახელების ინგლისურ ენაზე თარგმნის ოფიციალურად მიღებული სტანდარტი,<ref>Whitaker, Brian. [http://www.al-bab.com/arab/language/roman1.htm "Arabic words and the Roman alphabet"]. Al-Bab.com</ref> მაგრამ, ყველაზე ხშირად ბინ ლადენს მოიხსენიებენ როგორც ოსამა ბინ ლადენს ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Osama bin Laden). [[გამოძიების ფედერალური ბიურო|გამოძიების ფედერალურ ბიუროში]] და CIA-ში, ასევე როგორც შტატების სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ბინ ლადენს მოიხსენიებენ როგორც უსამა ბინ ლადენს ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Usama bin Laden) ან როგორც უსამა ბინ ლადინს ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Usama bin Ladin). უფრო იშვიათად იყენებენ უსამაჰ ბინ ლადინს (ინგლ. Ussamah bin Ladin),ფრანგულ ოუსამა ბენ ლადენს (Oussama ben Laden) ან აღმოსავლურ ბინლადინს (Binladin). ამგვარი გაუგებრობა გამოწვეულია იმით, რომ ხშირად გვარის წინ წერენ არტიკლს, წინდებულს ან კიდევ მამის სახელებს. გარდა ამისა, გვარის წარმოთქმაზე გავლენა იქონია პერსიულმა გამოთქმამ, რომელიც გამოყენებულია ავღანეთში, სადაც ბინ ლადენმა დიდი ხანი გაატარა.
 
მისი სრული სახელი არის ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი, რაც ნიშნავს ოსამა, შვილი მუჰამედისა, შვილი ავადისა, შვილი ლადენისა. მუჰამედი არის ოსამას მამა, მუჰამედ ბინ ლადენი, ავადი არის ბაბუა, ავად ბინ აბოუდ ბინ ლადენი. რაც შეეხება ლადენს, ის არ არის ოსამას დიდი ბაბუა, რომლის სახელიც აბუდი იყო, ის არის მისი უფრო შორეული წინაპარი.