თემურლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლაშქრობის წელი, მორფოლოგია
მომხმარებლის იაკობ ცვლილებების გაუქმება (№3115819)
ხაზი 2:
[[ფაილი:Timurlanes Mausoleum (3915222044).jpg|მინი|მარჯვნივ|220პქ.|თემურ ლენგის მავზოლეუმი სამარყანდში]]
[[ფაილი:Das Reich Timur-i Lenks (1365-1405).GIF|thumb|left|მინი|250პქ|თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.]]
'''თემურლენგი''', ''ტამერლანი'' (დ. [[1336]], [[ხოჯა-ილგარი]] ― გ. [[18 თებერვალი]], [[1405]], [[ოთრარი]]) — შუააზიელი მხედართმთავარი, [[ემირა|ემირი]] ([[1370]]-[[1405]]), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, [[ვილაიეთი]]ს მმართველი გახდა ([[1362]]) და ცოლად შეირთო [[ბალხი]]სა და [[სამარყანდი]]ს მფლობელის ჰუსეინის და. [[1362]] წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება [[მოგოლისტანი]]ს ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. [[1370]] წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა [[მავერანაჰრი|მავერანაჰრს]]. [[13721388]] წელს აიღო [[ხვარაზმი]] და დაანგრია მისი დედაქალაქი [[ურგენჩი]].
 
თემურ-ლენგისთემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა [[კონგლომერატი|კონგლომერატს]]. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურ-ლენგითემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო [[სამარყანდი]].
 
თემურ-ლენგისთემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. [[1398]] წელს იგი შეიჭრა [[ინდოეთი|ინდოეთში]] და დაიპყრო [[დელი]]. [[1400]] წელს დაიწყო ომი ოსმალეთთან. [[1402]] წელს [[ანკარა (ქალაქი)|ანკარასთან]] [[ანკარის ბრძოლა|ბრძოლაში]] დაამარცხა [[სულთანი]] [[ბაიაზიდ I]]. [[1404]] წელს ილაშქრა [[ჩინეთი|ჩინეთში]], მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და [[ამიერკავკასია]].
 
თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. [[1386]]-[[1403]] წწ. თემურლენგი რვაჯერ [[თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში|შემოესია საქართველოს]] და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურლენგი“-დან