ბნელი საუკუნეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბნელი საუკუნეები''' ({{lang-la|Saeculum obscurum}}) - პერიოდი [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის ეკლესიის]] ისტორიაში [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] შუა ხანებიდან [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] შუა ხანებამდე, როდესაც 80 წლის მანძილზე 25 [[რომის პაპი|პაპი]] გამოიცვალა. ამ პერიოდის პაპებს „ცუდ პაპებს“ უწოდებენ. ამ დროს მათი ავტორიტეტი დაცემულია და გაძლიერებულია [[სპოლეტო]]სა და [[ტოსკანა|ტოსკანის]] არისტოკრატიული პარტიები. ისინი თავად ნიშნავდნენ პაპებს. ამ პერიოდში პაპობა ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცა.
 
ამ პერიოდში პაპ [[სტეფანე VI (VII)|სტეფანე VI]]-ის მიერ ჩატარდა „[[გარდაცვლილის საეკლესიო კრება]]“, რომელზეც ყოფილი პაპის, [[ფორმოზუსი]]ს გვამზე სასამართლო გაიმართა. გასამართლების შემდეგ ყოფილი პაპი ამოთხარეს და ის მდინარე [[ტიბრი|ტიბრში]] გადააგდეს.
ამ პერიოდში პაპ [[სტეფანე VI (VII)|სტეფანე VI]]-ის მიერ ჩატარდა „[[გარდაცვლილის საეკლესიო კრება]]“, რომელზეც ყოფილი პაპის, [[ფორმოზუსი]]ს გვამზე სასამართლო გაიმართა. გასამართლების შემდეგ ყოფილი პაპი ამოთხარეს და ის მდინარე [[ტიბრი|ტიბრში]] გადააგდეს. თავის მხრივ, სტეფანე VI 897 წელს ციხეში ჩააგდეს და შემდეგ დაახრჩვეს. 897-903 წლებში შვიდი პაპი ცვლიდა ერთმანეთს, რომლებიც ძალადობრივი სიკვდილით მოკლეს. პაპმა [[სერგიუს III (პაპი)|სერგიუს III]]-მ ციხეში დაახრჩო მისი ორი წინამორბედი პაპი.
X საუკუნის დასაწყისში რომს მართავენ პაპის ხაზინადარ თეოფილაქტეს ოჯახის ქალები: მეუღლე თეოდორა, ქალიშვილი მაროცია და შვილიშვილი თეოდორა უმცროსი. პაპ სერგიუს III-ის დროს ამ ოჯახს დიდი გავლენა ჰქონდა პაპზე. მაროციამ [[იოანე X (პაპი)|იოანე X]] გაუშვა და პაპის ტახტზე საკუთარი შვილი 18 წლის [[იოანე XI (პაპი)|იოანე XI]] აიყვანა, რომელიც პაპ სერგიუს III-სგან ყავდა. თუმცა, მაროციას უკანონო ვაჟიმა [[ალბერიხ სპოლეტოელი]] გადატრიალება მოახდინა, მან განდევნა დედამისის მესამე ქმარი - იტალიის მეფე ჰუგო, ხოლო დედამისი და იოანე XI-ს ციხეში ჩასვა. ალბერიხი 22 წლის მანძილზე მართავდა [[რომი|რომს]]. მისი 18 წლის ვაჟი ოქტავიანე, [[იოანე XII (პაპი)|იოანე XII]]-ის სახელით პაპი ხდება.
 
==ლიტერატურა==
*მანანა ჯავახიშვილი, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, თბ., 2015.
 
[[კატეგორია:პაპობის ისტორია]]