შალვა ჭანკოტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
|სამსახურიდან გადადგომა =
}}
'''შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე''' (დ. [[24 იანვარი]], [[1902]], [[გორი]] — გ. [[21 თებერვალი]], [[1965]], [[თბილისი]]), ქართველი სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] ავიაციის გენერალ-მაიორი (1944).
 
დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927). იმავე წელს გაწევრიანდა [[სკკპ]]-ში. 1927-1931 წწ. მსახურობდა [[კიევი]]ს სამხედრო ოლქში. 1938-41 და 1951-65 იყო [[საქართველოს სსრ]] სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას; მონაწილეობდა [[სტალინგრადის ბრძოლა|სტალინგრადის]] საჰაერო ბრძოლებში. 1946 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს სსრ III-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1951-62 წწ.). დაჯილდოებული იყო საბჭოთა და უცხოური ორდენებითა და მედლებით.