იმელი (შენობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია, გაფორმება
ხაზი 1:
'''იმელის შენობა''' — ქ.ქალაქ [[თბილისი|თბილისში]], [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]] მდებარე 1938 წელს საბჭოთა არქიტექტორი [[ალექსეი შჩუსევი]]ს პროექტით [[სოციალისტური კლასიციზმი]]ს სტილში აგებული შენობა. შენობის თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო. 1992-95 წლებში [[საქართველოს პარლამენტი]], 1995 წლიდან კი [[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო]] იყო განთავსებული. 2007 წლიდან პრივატიზებულია.
 
აბრევიატურა “იმელ”„იმელ“ რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს “Институт„Институт Маркса, Енгельса, Ленина"Ленина“. შემდგომში მას [[სტალინი]]ს სახელიც მიემატა და “იმელს”„იმელს“ დაერქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი სტალინი და ენგელსი მოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდა მისი მფლობელები და ფუნქციები.
 
==ისტორია==
1933 წელს [[საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი]]ს პირველი მდივანი [[ლავრენტი ბერია]]ს ძალისხმევით, "მარქს„მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის"ფილიალის“ შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა ი. ფომინი, ვ. კოკორინი, ნ. სევეროვი, კალაშნიკოვი, ა. ვლასოვი და ა. შჩუსევმა. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. <ref>გაზეთი „კომუნისტი“ – 1943 წ. 21 იანვარი, # 17 (6642), გვ.2 </ref>
 
სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები გამოყოფილია ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი [[სტალინისტური არქიტექტურა|სტალინისტური არქიტექტურის]] ტიპიური ნიმუშია. უკანა ფასადი კი [[კონსტრუქტივიზმი]]ს ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც შემკულია ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით. ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული [[მარმარილო]]ებით და [[ბოლნისი]]ს [[ტუფი]]თ. ეკლექტიკურობის მიუხედავად, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.
 
მონუმენტური შენობის მშენებლობაში რამდენიმე სიახლე გამოიყენეს: ეს შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა - [[არმირებული პემზობეტონი]]. ამით მშენებლებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი დეფიციტური მასალა - [[აგური]] და [[ცემენტი]]. <ref>В Кулага – Архитектура здания института Маркса-Энгельса-Ленина в Тбилиси (Москва 1951)</ref>
 
შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ. მ.²-ს შეადგენდა. მისი მშენებლობა 14 მილიონი მანეთი დაჯდა.
 
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე, იმელის შესახებ სტატიაში წერდა: „თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც [[მთაწმინდა|მთაწმინდიდან]], ასევე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია“.
ხაზი 21:
 
==შენობა აჟამად==
2007 წელს, კულტურის მაშინდელი მინისტრის, გ. გაბაშვილის ხელმოწერით კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებული იმელი სტატუსის მოხსნიდან ერთ კვირაში კომპანია “კაპიტალ„კაპიტალ ინვესტზე“ გაიყიდა.
 
პარტიული არქივის ძირითადი ნაწილი გადაეცა [[შსს]]-ოს, ბიბლიოთეკის ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას, ნაწილი - დაიკარგა, ნაწილი კი დაზიანდა.
პროექტი, რომელიც სასტუმრო [[კემპინსკი]]სთვის რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, ითვალისწინებდა იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას და არ აქცევდა ყურადღებას მის ისტორიულ ღირებულებას. შენობის ნგრევა იმავე წელს დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არასდროს არ დაწყებულა. სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, “დაბი„დაბი ჯგუფის”ჯგუფის“ ხელში გადავიდა. 2011 წელს [[თბილისის მერია|ქალაქის მერიამ]] გასცა მშენებლობის უფლება „მილენიუმის“ ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად, რომელიც 34 სართულიან ცათამბრჯენს წარმოადგენს. პროექტი 2017 წელს უნდა დასრულდეს.
 
==წყაროები==
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.tbilisiarchitecture.net/ka/imeli-building/ იმელის შნობა]
*[http://sovlab.ge/ka/blog/imeli-alexandre-elisashvili საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - იმელის შენობა თბილისში]]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:თბილისის არქიტექტურა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმელი_(შენობა)“-დან