დედამიწის დღე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
2016 წლის დედამიწის დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის დაცვის შეთანხმება, რომელიც 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერცენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.
 
1969 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ იუნესკოს კონფერენციაზე, მშვიდობის აქტივისტმა ჯონ მაკკონელმა წამოაყენა აზრი შექმნილიყო დედამიწის და მშვიდობის ცნების პატივსაცემი დღე და ის პირველად აღნიშნულიყო 1970 წლის 21 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  მოგვიანებით მაკკონელმა ამ დღის შესახებ გამოიქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა გაეროს გენერალურმა მთივანმა [[უ ტანი|უ ტანმა]]. ერთი თვის შემდეგ [[აშშ-ის სენატი|შეერთებული შტატების სენატორმა]] გეილორდ ნელსონმა გარემოზე სამსჯელოდ დააფუძნა ცალკე დედამიწის დღე, რომელიც პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა. ნელსონმა მისი სამსახურისთვის მოგვიანებით [[თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი]] მიიღო.<ref>{{თარგი:Cite web|url=http://www.care2.com/greenliving/a-brief-history-of-earth-day.html|title=Earth Day &#124; Care2 Healthy Living|publisher=Care2.com|date=|accessdate=April 24, 2013}}</ref> 22 აპრილის დედამიწის დღე კონცენტრირებული იყო შეერთებულ შტატებზე, თუმცა დენის ჰეიესმა, რომელიც 1970 წელს თავდაპირველი საყოველთაო ორგანიზების კოორდინატორი იყო, შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც ამ დღეს საერთაშორისო სახე მისცა და 141 ქვეყანაში გაუკეთა ორგანიზება.<ref>{{თარგი:Cite web|url=http://bullitt.org/who-we-are/staff|title=Staff — The Builtt Foundation|publisher=Bullitt.org|date=|accessdate=April 22, 2011}}</ref><ref>{{თარგი:Cite web|url=http://therumpus.net/2009/04/the-rumpus-interview-with-denis-hayes/|title=The Rumpus Interview With Earth Day Organizer Denis Hayes|publisher=The Rumpus.net|date=|accessdate=April 22, 2011}}</ref> მრავალი გაერთიანება '''დედამიწის კვირას '''აღნიშნავს, ერთ კვირიანი აქტივობები, რომელიც გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რის წინაშეც მსოფლიო დგას.
 
== სქოლიო ==