კომბოსტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi = 3705
}}
'''კომბოსტო''' ([[ლათ.]] {{lang-la|Brassica}}) — [[მცენარეები|მცენარის]] გვარი [[ჯვაროსნები (ოჯახი)|ჯვაროსანთა]] ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, შიშველი ან შებუსულუ ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები. ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი - პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტურული სახეობებია ბოსტნისა და საკვები კომბოსტო, [[მიწამხალა]], [[რაფსი]], [[თალგამი]], [[შალგი]], [[მდოგვი]] და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის [[ბოსტნის კომბოსტო]], [[ჩინური კომბოსტო]], [[პეკინური კომბოსტო]]. კომბოსტოს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პეკინური კომბოსტოს გარდა, ორწლოვანი მცენარეა.
 
კომბოსტოს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ახმობენ, ყინავენ და სხვა. კომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფის და სხვა). აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს [[თავიანი კომბოსტო|თავიან კომბოსტოს]]. [[საქართველო]]ში გავრცელებული თავიანი კომბოსტოს ჯიშების (პირველი ნომერი გრიბოვოს 147, ოქროს ჰექტარი, გრიბოვოს დიდება 231, ბელორუსული 456, მოსკოვური საგვიანო 15, ამაგერი 611 და სხვა) გარდა გავრცელებული და დარაიონებულია ხარისგულა, ლანირული ხარისგულა, დარუბანდული ადგილობრივი, გორული ბრაუნშვაიგი, ქართული (მესხური) ბერბუკულა და სხვა. კომბოსტოს მოსავალი 200-900 ც/ჰა. საყუათო ნივთიერების შემცველობით და საგემოვნო თვისებების მხრივ განსაკუთრებით მდიდარია [[ყვავილოვანი კომბოსტო]]. მისი ჯიშებია: მოსკოვური საკონსერვო, „სნეჟინკა“, ადრეული, სამამულო და სხვა. მოსავლიანობა ღია გრუნტზე 180 ც/ჰა. [[კოლრაბი|კოლრაბის]] (ბოსტნის კომბოსტოს სახეობა) თალგამისებურად გამსხვილებულ ღეროს — ღერონაყოფს იყენებენ ნედლად. შემწვარს და მოთუშულს. კოლრაბის მსგავსია საქართველოში გავრცელებული [[კეჟერა]], რომელიც მრავალნაირი ფორმით გვხვდება. ფოთლოვანი კომბოსტო მოჰყავთ საკვებად და დეკორატიულ მცენარედ. ჩითილით კომბოსტოს მოყვანა ყველაზე გავრცელებული წესია. ჩითილები გამოჰყავთ კვალსათბურებში, ცივ ან თბილ საჩითილეებში, სამხრეთის თბილ რაიონებში - ღია გრუნტზე.
 
''კომბოსტოს დაავადებებია:'' კომბოსტოს შავფეხა, ალტერნარიოზი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე და თეთრი სიდამპლე.
 
== Species ==
There is some disagreement among botanists on the classification and status of ''Brassica'' species and subspecies.{{Citation needed|date=February 2010}} The following is an abbreviated list, with an emphasis on economically important species.
 
* ''[[Brassica balearica|B. balearica]]'': Mallorca cabbage
* ''[[Brassica carinata|B. carinata]]'': Abyssinian mustard or Abyssinian cabbage, used to produce [[biodiesel]]
* ''[[Brassica elongata|B. elongata]]'': elongated mustard
* ''[[Brassica fruticulosa|B. fruticulosa]]'': Mediterranean cabbage
* ''[[Brassica hilarionis|B. hilarionis]]'': St Hilarion cabbage
* ''[[Brassica juncea|B. juncea]]'': Indian mustard, brown and leaf mustards, Sarepta mustard
* ''[[Brassica napus|B. napus]]'': [[rapeseed]], [[canola]], [[rutabaga]] (swede/Swedish turnip/swede turnip)
* ''[[Brassica narinosa|B. narinosa]]'': broadbeaked mustard
* ''[[Brassica nigra|B. nigra]]'': black mustard
* ''[[Brassica oleracea|B. oleracea]]'': [[kale]], [[cabbage]], [[collard greens]], [[broccoli]], [[cauliflower]], ''[[kai-lan]]'', [[Brussels sprout]]s, [[kohlrabi]]
* ''[[Brassica perviridis|B. perviridis]]'': tender green, mustard spinach
* ''[[Brassica rapa|B. rapa]]'' (syn ''B. campestris''): [[Chinese cabbage]], [[Turnip (Brassica rapa)|turnip]], [[rapini]], ''[[komatsuna]]''
* ''[[Brassica rupestris|B. rupestris]]'': brown mustard
* ''[[Brassica septiceps|B. septiceps]]'': seventop turnip
* ''[[Brassica tournefortii|B. tournefortii]]'': Asian mustard
 
=== Other species formerly placed in ''Brassica'' ===
* ''B. kaber'' (wild mustard or charlock)—see ''[[Sinapis arvensis]]''
* ''B. alba'' or ''B. hirta'' (white or yellow mustard)—see ''[[White mustard|Sinapis alba]]''
* ''B. geniculata'' (hoary mustard)—see ''[[Hirschfeldia incana]]''
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომბოსტო“-დან