ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ისტორია: ტიპოგრაფიული შესწორება
იარლიყი: მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 17:
 
==ისტორია==
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის იდეა უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 19061905 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა და რომლის განხორციელებაც ილიას მკვლელობის გამო წლებით გადაიდო. მხოლოდ 1917 წელს [[სპირიდონ კედია]]მ თანამოაზრეებთან ერთად (დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, [[ნიკო ნიკოლაძე]], [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[კონსტანტინე აბხაზი]] და სხვ.) ილიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის პირველ თავმჯდომარედაც თავად სპირიდონ კედია იქნა დასახელებული, ხოლო პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე, რომელიც პარტიის უხუცესი წევრი იყო. 1918-1921 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოადგენდა უმცირესობას. [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელ კრებაში]] პარტიამ რვა მანდატი მიიღო. კრების წევრები გახდნენ: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია, [[გერონტი ქიქოძე]], იოსებ მაჭავარიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ასათიანი და პეტრე სურგულაძე. ექვთიმე თაყაიშილი კრების თავმჯდომარის მოადგილედ იქნა არჩეული. გასაბჭოების შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი სამშობლოში დარჩა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის შედეგადაც ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა დახვრეტილი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატებმა პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძეს საფრანგეთში, ემიგრაციაში.
 
პარტია აღდგა [[1981]] წელს [[გიორგი ჭანტურია]]ს მიერ. ეროვული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია [[1990]] წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი. "მრგვალი მაგიდის" მიერ "ეროვნული ფორუმის" დატოვებისა და მათი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.
ხაზი 23:
[[1990]]-[[1991]] წლებში იყო [[ზვიად გამსახურდია]]ს, ხოლო შემდეგ [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ოპოზიცია. [[1993]]-[[1995]] წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო უმცირესობაში, 1993 წლებში პარტია ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს, რომელიც საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა და გადავიდა შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციაში. ედპ და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია წარმოადგენდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას. გიორგი ჭანტურია ღიად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოდიოდა. [[1994]] წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი [[ირინა სარიშვილი]]. პარტიამ წარმატებას მიაღწია [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1995)|1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.
 
ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობაპარტია". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999)|1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკელებთან]] და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.
 
[[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2003)|2003 წლის არჩევნებში]] ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|მოქალაქეთა კავშირთან]] ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთაო მღელვარება გამოიწვია, რაც [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციით]] დასრულდა. ამის შემდეგ, 2003 წლის დეკემბერში, ირინა სარიშვილს პარტიის პრეზიდიუმმა დაატოვებინა პარტიის ლიდერის პოსტი და თავმჯდომარე გახდა [[ბაჩუკი ქარდავა]].