ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
 
ენგურჰესის მშენებლობა [[ქართული]] ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისათვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშნებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიჩნევდნენ. ოპტიმისტებს მშენებლობის მასშტაბურობა და [[რელიეფი]]ს სირთულე აფრთხობდა, იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას.
 
[[ფაილი:Enguri Dam 2016.jpg|მინი]]
[[1955]] წლის პირველ ნახევარში კომპლექსურმა ექსპედიციამ ჩაატარა [[ენგური]]სა და მისი შენაკადების ხეობების ბუნებრივი პირობების ჰიდროენერგეტიკული და საინჟინრო–გეოლოგიური გამოკვლევები. ჰიდროგეოლოგიურმა კვლევითმა ექსპედიციამ 50 კაცის შემადგენლობით ფეხით მოიარა [[სვანეთი]]ს [[მთა|მთების]] ციცაბო კალთები, ენგურისა და მისი შენაკადების კლდოვანი კალაპოტები. მათი მთავარი მიზანი ნიადაგურ–კლიმატური და გეოლოგიურ–ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება იყო.გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რელიეფის არაერთგვაროვნება, სეისმომედეგობის რისკი, გრუნტისა და ნიადაგის მრავალფეროვნება ელექტრომშენებლობისადმი განსაკუთრებულ, არაორდინალურ მიდგომას მოითხოვდა.
ენგურჰესის ობიექტი ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული [[ჯვარი (ქალაქი)|ჯვარიდან]] [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]].
 
== ენგურჰესის ძირითადი ტექნიკური მონაცემები ==
[[ფაილი:Enguri Dam 2016.jpg|მინი300]]
 
* '''ჯამური სიმძლავრე''' – 1300 მგვტ
* '''აგრეგატების რაოდებობა''' – 5