ნაყოფი (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.92.214.140-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Fruit Stall in Barcelona Market.jpg|მინი|[[კულტურული ხილი]]ს ბაზარი]]
'''ნაყოფი''' ([[ლათ.]] fructus) — [[ფარულთესლოვანი მცენარეები|ფარულთესლოვან მცენარეთა]] ორგანო, რომელიც წარმოიქმნება [[ყვავილი|ყვავილისაგან]] და შეიცავს ერთ ან მეტ თესლს, ვითარდება ორმაგი განაყოფიერების შემდეგ (გამონაკლისია პართენოკარპული ნაყოფები). ფარულთესლოვან მცენარეთა პრიმიტიულ ჯგუფებში ნაყოფი უშუალოდ გინეცეუმიდან ვითარდება (მაგ., [[ბაიასებრნი]]), უფრო მაღალი განვითარების ჯგუფებში ნაყოფის ფორმირებაში მონაწილეობს ყვავილის სხვა ნაწილებიც: [[ყვავილსაფარი]], [[ყვავილსაჯდომი]], [[გინოფორი]], ჯამი, [[გვირგვინი (ბოტანიკა)|გვირგვინი]], მტვრიანები და სხვა.
 
სხვადასხვა კლასიფიკაციით ნაყოფებს ყოფენ ნამდვილ (თუ ის განვითარებულია მხოლოდ ნასკვიდან) და ცრუ (თუ მის განვითარებაში მონაწილეობვს ყვავილის სხვა ნაწილებიც) ნაყოფად. ნამდვილი ნაყოფი თავის მხრივ იყოფა მარტივ (ერთი ნასკვიდან განვითარებული) და რთულ (აპოკარპული გინეცეუმიდან განვითარებული) ნაყოფად.
[[ფაილი:Fruit Basket.jpg|მინი|ხილის კალათი, [[ბალთაზარ ვან დერ ასტი]]]]
''მარტივი ნაყოფი'' კონსისტენციის მიხედვით იყოფა მშრალ და წვნიან ნაყოფად. ''მშრალ ნაყოფებს'' შორის არჩევენ მრავალთესლიან თვითხსნად ([[ფოთლურა]], პარკი, [[ჭოტი]], ჭოტაკი, კოლოფი და სხვა) და ერთთესლიან უხსნარ ნაყოფებს ([[კაკალი]], [[ფრთიანა]], [[თესლურა]], [[მარცვალა]] და სხვა), ''წვნიან ნაყოფებს'' შორის კი - მრავალთესლიანებს ([[კენკრა]], [[გოგრულა]] და სხვა) და ერთთესლიანებს ([[კურკიანა]]). რთილ ნაყოფებს განეკუთვნება რთული ფოთლურა, რთული თესლური და სხვა.
 
ნაყოფის უფრო თანამედროვე მორფოგენეზურ კლასიფიკაციებში გათვალისწინებულია გინეცეუმის აგებულება - [[ნაყოფფოთოლი|ნაყოფფოთლების]] რაოდენობა, მდებარეობა, შეზრდა, თესლის რაოდენობა, მიმაგრება და სხვა. მორფოგენეზური კლასიფიკაციების მიხედვით ნაყოფი იყოფა აპოკარპულ და ცენოკაპულ ნაყოფებად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო წვრილ კატეგორიებად ნაწილდება.