ანდრო სიმაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
 
=== შემოქმედება ===
თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში.
1955 წლიდან დაინიშნა სოფელ ართანის კლუბის გამგედ. 1954 წლიდან ანსამბლ ართანის ხელმძღვანელად ანდროს ძმა — მიხეილ სიმაშვილი დაინიშნა.
1959–1960 წლებში სოფელ ართანის კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, 1958–1984 წლებში სამი სოფლის — ართანის, ჯუღაანისა და სანიორეს გაერთიანებული სასოფლო საბჭოს დეპუტატი. 1981 წელს ანსამბლი ართანა მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ამავე წელს ანსამბლმა საკონცერტო ტურით იმოგზაურა რუმინეთში. 1984 წლიდან 90-იანი წლების ბოლომდე ანდრო სიმაშვილი ანსამბლ ართანას ხელმძღვანელობდა. 1985 წელს მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის საკავშირო პლენუმზე ართანამ მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. ამავე პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები. 2002 წელს ფრანგული ანსამბლების − მარანისა და ირინოლას − მიწვევით გაემგზავრა პარიზში ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად. 2002-2003 წლებში ანდრო სიმაშვილი ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის ალავერდის მგალობელთა ანსამბლს, რომელიც 2003 წლის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი გახდა. 2003 წელს ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
1954 წლიდან ანსამბლ ართანის ხელმძღვანელად ანდროს ძმა − მიხეილ სიმაშვილი დაინიშნა.
1959 – 1960 წლებში სოფელ ართანის კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, 1958 – 1984 წლებში სამი სოფლის − ართანის, ჯუღაანისა და სანიორეს გაერთიანებული სასოფლო საბჭოს დეპუტატი.
1981 წელს ანსამბლი ართანა მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა,
ამავე წელს ანსამბლმა საკონცერტო ტურით იმოგზაურა რუმინეთში.
1984 წლიდან 90-იანი წლების ბოლომდე ანდრო სიმაშვილი ანსამბლ ართანას ხელმძღვანელობდა.
1985 წელს მოსკოვში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის საკავშირო პლენუმზე ართანამ მეორედ დაიმსახურა ლაურეატის წოდება. ამავე პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები.
2002 წელს ფრანგული ანსამბლების − მარანისა და ირინოლას − მიწვევით გაემგზავრა პარიზში ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად.
2002-2003 წლებში ანდრო სიმაშვილი ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის ალავერდის მგალობელთა ანსამბლს, რომელიც 2003 წლის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი გახდა.
2003 წელს ანდრო სიმაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
2005 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებმა − ბაია ასიეშვილმა და ნანა ვალიშვილმა ჩაწერეს ინტერვიუ ანდრო სიმაშვილთან.
2006 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ხანდაზმული ლოტბარი ქართული გენის ერთწლიანი დაზღვევით უზრუნველყო.
2008 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა ანდრო სიმაშვილისა და ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის ორდისკიანი აუდიოალბომი (ავტორი − ნატალია ზუმბაძე).ამავე წელს ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანდრო სიმაშვილი ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა. მას ოქროს მედალი და 2000 ლარი გადაეცა.
 
2009 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ანდრო სიმაშვილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შემოქმედებითი საღამო გაუმართა (ავტორი და წამყვანი ნატალია ზუმბაძე).
2010 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა გადაცემა იმედის გმირები, რომელიც ანდრო სიმაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.