რიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
რიონის აუზი [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
 
წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — [[მარტი]]ს პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის [[რიონის ჰიდროელექტროსადგური|ბოლოს]]. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — [[მაისი]]ს ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. [[წყალდიდობა]] გრძელდება [[აგვისტო]]ს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა [[ზამთარი|ზამთარში]] (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით.
[[ფაილი:Rioni river in Kutaisi.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|რიონი ქუთაისთან]]
რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ.
 
რიონის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე წლის ჩამონადენის 38,8%, ზაფხულში - 28,5%, [[შემოდგომა]]ზე — 18,4%, ზამთარში — 14,3%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობის კომპონენტების მიხედვით ასეთია: [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლებისა]] — 34,7%, [[წვიმა|წვიმისა]] — 32,5%, [[თოვლი]]სა — 28,2%, [[მყინვარი|მყინვარული წყლებისა]] — 4,6%. რიონს [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ოდენობა იზრდება სათავიდან შესართავისაკენ: სოფელ ღებთან იგი შეადგენს 96 ათ. ტ, ხიდიკართან — 2,2 მლნ. ტ, სოფელ ნამოხვანთან — 4,9 მლნ. ტ, საქოჩაკიძესთან — 6,9 მლნ. ტ.
ხაზი 31:
რიონზე იცის [[ყინულნაპირისი]], [[გაძგიფვა|ძგიფი]], [[თოში]], [[ყინულსვლა]]. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი.
 
რიონის წყალი ხასიათდება საშუალო მარილიანობით (150-300 მგ/ლ) და იონური შემადგენლობის მიხედვით ჰიდროკარბონატულ კლასს მიეკუთვნება. მდინარეზე აგებულია ჰიდროელსადგურები: [[რიონჰესი]], [[გუმათჰესი I]], [[გუმათჰესი II]], [[ვარციხეჰესი]]. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: [[ლაჯანურჰესი]], შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: [[ონი]], [[ამბროლაური]], [[ქუთაისი]], [[სამტრედია]], [[ფოთი]].ლამაზია
 
==მდინარის ძველი სახელწოდება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიონი“-დან