მეჭურჭლეთუხუცესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 188.129.168.11 ცვლილებების გაუქმება (№3080382)
ხაზი 1:
'''მეჭურჭლეთუხუცესი''' — გაერთიანებული [[ფეოდალური საქართველო]]ს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, [[მეჭურჭლე]]თა უფროსი.
 
ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრეც არსებობდა („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ იებამეჭურჭლეთუხუცესი „ძველ ვეზირად“ იხსენიება). მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა [[საჭურჭლე]]ს, რომელშიც [[ფული]] და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცეს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის [[მუქიბი]] და [[მუშრიბი]]. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.
 
მეჭურჭლეთუხუცესი დიდი და საპატიო („საბატიო“) ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესთან]] ერთად [[ვეზირი|ვეზირთა]] მეორე ჯგუფში შედიოდა. მეჭურჭლეთუხუცესს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ მას [[ერისთავთერისთავი]]ს, [[სპასალარი]]ს ან სხვა თანამდებობაც სჭეროდა.