ოტო ნოირათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „ოტო ნოირატი“ გადაიტანა გვერდზე „ოტო ნოირათი“
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ოტო ნეირატი.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|'''ოტო კარლ ვილჰელმ ნოირატი''' ''(1882-1945)'']]
 
'''ოტო ნოირატინოირათი''' ({{lang-de|Otto Neurath;}} დ. [[10 დეკემბერი]] [[1882]], [[ვენა]], — [[22 დეკემბერი]], [[1945]], [[ოქსფორდი]]) — [[ავსტრია|ავსტრიელი]] [[ფილოსოფოსი]], [[სოციოლოგი]] და [[ეკონომისტი]], [[ვენის წრე|ვენის წრის]] ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.
 
== ბიოგრაფია ==
ოტო ნოირატისნოირათის მამა - ვილჰელმ ნოირატი - თავის დროზე ცნობილი პოლიტეკონომისტი იყო. ოტო ნოირატი სწავლობდა მათემატიკას ვენაში და [[ბერლინის უნივერსიტეტი |ბერლინის უნივერსიტეტის]] პოლიტოლოგიისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე მიიღო [[ფილოსოფიის დოქტორი|ფილოსოფიის დოქტორის]] ხარისხი. 1907 წელს იქორწინა ანა შეპირზე, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობის დროს 1911 წელს, რის შემდეგაც იგი მეორეჯერ დაოჯახდა. მისი მეუღლე გახდა მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ოლგა ჰან-ნოირატი, რომელიც მანამდე მისი ახლო მეგობარი იყო. შესაძლოა, რომ ოლგას უსინათლობის, ნაწილობრივ კი ომის დაწყების გამო, ოტოს შვილი, მომავალი სოციოლოგი პოლ ნოირატი, მიაბარეს ბავშვთა სახლში, ვენის გარეუბანში, სადაც ნოირატის დედა ცხოვრობდა.
ომის დაწყებამდე ნოირატი ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიას ვენის ახალ სავაჭრო კოლეჯში (Neue Wiener Handelsakademie). შემდგომში იგი გახდა ლაიპციგის სამხედრო დროის ეკონომიკის გერმანული მუზეუმის (Deutsches Kriegwirtschaftsmuseum) დირექტორი (შემდგომში - ეკონომიკის გერმანული მუზეუმი - Deutsches Wirtschaftmuseum). ნოირატი გახდა [[გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი და [[1918]]-[[1919]] წლებში მიუნხენში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური დაგეგმვის ცენტრალურ სამსახურს. ბავარიის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ნოირატი ციხეში მოხვდა, მაგარამ ავსტრიის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა და ავსტრიაში დაბრუნდა. ციხეში ყოფნის დროს მან შექმნა ნაშრომი „ანტი-შპენგლერი“, რომელიც [[ოსვალდ შპენგლერი|ოსვალდ შპენგლერის]] წიგნის „[[ევროპის დაისი|ევროპის დაისის]]“ კრიტიკას ეძღვნებოდა.
ვენაში ნოირატი საბინაო მშენებლობისა და მცირე მებაღეობის (Verband für Siedlungs-und Kleingartenwesen) ავსტრიული ასოციაციის მდივანის თანამდებობას იკავებს - ამ ურთიერთდახმარების ჯგუფთა გაერთიანების მიზანი იყო მათი წევრების უზრუნველყოფა საცხოვრებლითა და საბაღო ნაკვეთებით. [[1923]] წელს ნოირატი ხდება საცხოვრებელი ბინის ახალი მუზეუმისა და საქალაქო დაგეგმვის დირექტორი ([[Siedlungsmuseum |Siedlungsmuseum]]). [[1925]] წელს ნოირატი აფუძნებს Gesellschafts-und Wirtschaftsmuseum ანუ „სოციალურ-ეკონომიკურ მუზეუმს“, სადაც იგი ამუშავებს [[გრაფიკული დიზაინი|გრაფიკული დიზაინისა]] და ვიზუალური განათლების საკითხებს. მასთან თანანშრომლობენ ილუსტრატორი ჰერდ არნტცი და მარი რაიდემაისტერი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე(მარი ნოირატი) ხდება. მათთან ერთად იგი ქმნის პიქტოგრამების სისტემას [[Isotype |Isotype]], რომელიც წარმოადგენდა რაოდენობრივი ინფორმაციის სიმბოლური წარმოდგენის ხერხს ადვილად ინტერპრეტირებადი გამოსახულებების მეშვეობით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ნოირათი“-დან