მაჰათმა განდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 178.236.54.238 ცვლილებების გაუქმება (№2912671)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Portrait Gandhi.jpg|thumb|right|მაჰათმა განდი]]
'''მოჰანდას კარამჩანდ განდი''' ([[დევანაგარი]]/[[ჰინდი]]: मोहनदास करमचन्द गांधी; [[გუჯარათი]]: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; დ.[[2 ოქტომბერი]], [[1869]], [[პორბანდარი]] ― გ. [[30 იანვარი]], [[1948]], [[დელი]]), საყოველთაოდ ცნობილი როგორც '''მაჰათმა განდი''' — [[ინდოეთი]]ს სულიერი და პოლიტიკური [[ლიდერი]], რომლის წინამძღოლობით ინდოეთმა [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთისგან]] დამოუკიდებლობას მიაღწია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის უარჰყოფდა რაიმე სახის [[ტერორიზმი|ტერორიზმს]] ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა [[ფილოსოფია]]მ, რომელსაც მან ''[[სატიაგრაჰა]]'' უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით დღემდე.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო,მიისწრაფოდა სრულყოფისკენ,იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაზღვრო სიბრალური ამოძრავებდა. იგი გახდატ ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვიტ მწერის მოკვლაზეც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. 1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიაზე, განდიმ წარმოთქვა პირველი მწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტანული მმარტველობის წინააღმდეგ. 1919 წელს იგი მოგზაურობს ინდოეთში, სადაც იგი პირისპირ წარსდგა ყველა პრობლემისა თუ გასაჭირის წინაშე. 1920 წლიდან განდი სიცოცხლის ბოლომდე ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერი ხდება. ამავე წელს ქვეყნდება მისი ნაშრომი "ახალგაზრდა ინდოეთი", სადაც ის მოუწოდებს ხალხს არ ითანამშრომლონ ხელისუბლებასთან და განდი აყალიბებს მშვიდობიანი ბრძოლის ხერხებს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰათმა_განდი“-დან