ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 46.49.90.50 ცვლილებების გაუქმება (№3068581)
ხაზი 8:
 
''ენა'' არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა [[აკუსტიკა|აკუსტიკურად]] და [[ოპტიკა|ოპტიკურად]] აღქმადი ნიშნებისა, რომელიც [[ადამიანი|ადამიანს]] ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი (გამოსახატავი აზრი) მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა.
 
[[ფაილი:Iakob Gogebashvili grave.jpg|thumb]]
ენის [[დეფინიცია|დეფინიციიდან]] გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის [[ცნობიერება]]სთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. [[კომუნიკაცია]]ს ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენა“-დან