ეიფელის კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
92.51.105.102-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Medium69-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 8:
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, [[1889]] წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან [[1930]] წლამდე შეინარჩუნა, როცა [[ნიუ-იორკი]]ს [[კრაისლერ ბილდინგი]]ს (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ''ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის'' (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა [[ტურ მონპარნასი]], პარიზის [[მონპარნასი]]ს უბანში (209 მ).
 
კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში [[1889]] წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; [[1980]] წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ..
 
ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგანაგაფართოებისგან.
 
კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეიფელის_კოშკი“-დან