არყნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია, დაემატა/გასწორდა თარგი
უფს
ხაზი 1:
'''არყნარი''' — [[არყი|არყის]] ტყე. გავრცელებულია ძირითადად ყოფილ სსრკ-ში ტყისა და ტყე-სტეპის ზონაში და მთის ტყეების რაიონებში. ჩვეულებრივ ვითარდება მეორეული ტყის სახით წიწვოვანი ან შერეული ტყეების გაჩეხვის ადგილებსა და ნახანძრალებზე. შექმნილია ბუსუსიანი (მშრალსა და დრენირებულ ნიადაგზე) და მეჭეჭიანი (ტენიან ნიადაგზე) არყით.
 
საქართველოში[[საქართველო]]ში არყნარი უფრო ხშირად პირველადია. გავრცელებულია მაღალ მთებში და ძირითადად სუალპურ ტყეებს ქმნის. არყნარი ორი ტიპისაა — სუბალპური მეჩხერი და სუბალპური ტანბრეცილი. ტანბრეცილობის მიზეზი თოვლის ხანგრძლივი მექანიკური მოქმედებაა. ზღვის დონიდან 1300-2600 მ ფარგლებშია გავრცელებული, უმთავრესად ჩრდილოეთ და დასავლეთ კალთებზე. კავკასიაში გვხვდება ლიტვინოვის, მეჭეჭიანი, რიდეს, მედვედევისა და მეგრული არყისაგან შექმნილი არყნარი. აღნიშნული სახეობების უმრავლესობა ენდემურია და მესამეული პერიოდის რელიქტებს განეკუთვნება. ნიადაგდაცვისა და წყალშენახვის თვისებების გამო არყნარს დიდი მნიშვნელობა აქვს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არყნარი“-დან