მტვრის მარცვალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''მტვრის მარცვალი''' — [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] მამრობითი [[გამეტოფიტი]]. წარმოიქმნება მიკროსპორანგიუმში [[მიკროსპორა]]დან. განვითარებას ამთავრებს დამტვერვის შემდეგ; [[შიშველთესლოვანები|შიშველთესლოვნებში]] — თესლკვირტის სამტვრე კამერაში, [[ფარულთესლოვნები|ფარულთესლოვნებში]] —
თესლოვან მცენარეთა უმეტესობის მტვრის მარცვლები მარტოულია (მონადები). ზოგჯერ მიკროსპორები და მათგან განვითარებული მტვრის მარცვლები შეერთებულია და ქმნის დიადებს (ორ-ორი), ტეტრადებს (ოთხ-ოთხი), პოლიადებს (8, 12, 16, 32) ან პოლინიებს (ერთი ან ორი ბუდის მტვრის მარცვლები მთლიანად შეზრდილია). მტვრის მარცვლის ფორმა, ზომა და აღნაგობა სახეობრივ თავისებურებას შეადგენს და ამდენად, მათ მორფოლოგიურ შესწავლა ([[პალინოლოგია]]) დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემატიკისათვის. ეგზინის მდგრადობის გამო [[დანალექი ქანები|დანალექ ქანებში]] კარგად ინახება მტვრის მარცვლები, რომელთა ანალიზსაც ფართოდ იყენებენ პალეობოტანიკურ კვლევაში.
|