ბიჭვინთის ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
| სურათის აღწერა =
| სამეფო = მცენარეები
| კლასი =[[წიწვოვანნი]]
| რიგი =[[ფიჭვისნაირნი]]
| ქვერიგი =
| ინფრარიგი =
| ზეოჯახი =
| ოჯახი = [[ფიჭვისებრნი]]
| გვარი =[[ფიჭვი]]
| ლათ = Pinus pithyusapityusa, Pinus brutia var. pityusa
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
ხაზი 22:
| itis =
| ncbi =
|სახეობა = '''ბიჭვინთის ფიჭვი'''|დაცვის სტატუსი = LC}}
}}
'''ბიჭვინთის ფიჭვი''' ({{lang-la|Pinus pithyusapityusa}}, Pinus brutia var. pityusa) — მცენარე [[ფიჭვი]]ს გვარისა. 25-40 მ-მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს 10-16 სმ სიგრძის ღია მწვანე ფერის წყვილ-წყვილად მჯდომი წიწვები, კვერცხისებრ-კონუსისებრი მოწითალო-წაბლა და პრიალა გირჩები (სიგრძით 6-10 სმ), რომლებიც ან მარტოულია, ანდა ორად ან ოთხად შეკრებილია და თითქმის მჯდომარე. ბიჭვინთის ფიჭვი მესამეული პერიოდის რელიქტია, კავკასიის ენდემი. გავრცელებულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან ([[კრასნოდარის მხარე]]) ფსირცხამდე ([[აფხაზეთი]]) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 300-400 მ-ზე, თუმცა [[ფსირცხა]]ში 900 მ აღწევს.
 
იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე ([[ბიჭვინთის კონცხი]]), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე; ბიჭვინთის კონცხზე 298,7 ჰა-ზე ქმნის წმინდა ერთასაკოვან კორომს, რომლის ნაწილი ბიჭვინთის ფიჭვის [[ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი|ნაკრძალს]] წარმოადგენს. წმინდა კორომს ქმნის იგი ჯანხოთშიც (გელენჯიკის რაიონი). მთის კალთებზე ბიჭვინთის ფიჭვის მცირე კორომები მუხის სარტყელშია მოქცეული. აქ შერეულია [[ქართული მუხა]], [[კავკასიური რცხილა]], [[ჯაგრცხილა]] და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია; ეგუება [[ნიადაგი]]ს სუსტ დამლაშებას, ნაკლებად უძლებს ყინვას. თესლმსხმოიარობას იწყებს 10-15 წლის ასაკში.
 
დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. იყენებენ აგრეთვე ტყის გასაშენებლად. მისი [[მერქანი]] უფრო ნაკლები ღირსებისაა, ვიდრე [[ჩვეულებრივი ფიჭვი]]სა. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". სამხრეთ ყირიმში იზრდება მისი სახესხვაობა (Pinus pithyusa var. stankewiczi), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ცალკე სახეობად (Pinus stankewiczi) მიიჩნევს.
 
==ლიტერატურა==