იმერული მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| ვიკისახეობები =Quercus
| commons =Category:Quercus
|სახეობა = '''იმერული მუხა'''}}
}}
'''იმერული მუხა''' (Quercus imeretina, Quercus robur subsp. imeretina) — ზაფხულმწვანე ხე [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]] ოჯახისა. [[საქართველო]]ს [[ენდემები|ენდემი]]. სიმაღლე 30 მ აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყოფი აქვს. გავრცელებულია კოლხეთში. სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან ([[ჰართვისის მუხა]], [[ძელქვა]], [[ლაფანი]], [[მურყანი]], [[იფანი]], [[რცხილა]]) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 300 მ-მდე ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია [[ქუთაისი]]სა და [[ბაღდათის რაიონი|ბაღდათის]] რაიონებში; ძელქვასთან იგი დაცულია [[აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი|აჯამეთის ნაკრძალში]]. [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულ მცენარედ]] აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმერული_მუხა“-დან