ბაღდათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
ბაღდათი სიტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დასახლება აქ უკვე შუა ფეოდალურ ხანაში ყოფილა. 1703 წელს ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის, შემდეგ ქვითკირის [[ბაღდათის ციხე|ციხე]] ააგეს, რომელშიც 100 [[იანიჩარი]]სგან შემდგარი გარნიზონი იდგა. ამ დროს ბაღდათი პატარა ქალაქად იქცა. ის [[ახალციხის საფაშო]]ს თურქობისა და [[იმერლები]]ს ბაზარსა და სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც იმერეთი [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა, ბაღდათის მნიშვნელობა დაკნინდა, ბაზარი და ვაჭრობა გაქრა. 1820-იან წლებში მისი სამოქალაქო მოსახლეობა 30 ოჯახი იყო, ხოლო ციხეში 100-კაციანი გარნიზონი იდგა.<ref>''[[ჟაკ ფრანსუა გამბა]],'' „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 171 — „განათლება“, თბილისი, 1987</ref>
 
1926 წლისთვის ბაღდათის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11409 ადამიანს.<ref>[https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/16509787475/in/dateposted/ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა] საქართველოს ეროვნული არქივი</ref> 1928-29 წლებში ბაღდათის თემი ობჩის, საკრაულას და წითელხევის თემებთან ერთად გაერთიანდა ერთ რაიონში, რაიონის ცენტრად გამოცხადდა სოფელი ბაღდათი. 1940 წელს ბაღდათმა მიიღო ქალაქის სტატუსი და ეწოდა მაიაკოვსკი. 1990 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაღდათი“-დან