ნეკერჩხალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: 69 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q42292 |
No edit summary |
||
ხაზი 14:
| commons = Category:Acer
}}
'''ნეკერჩხალი''' (Acer), მცენარეთა გვარი [[ნეკერჩხლისებრნი|ნეკერჩხლისებრთა]] ოჯახისა. 5-40 მ სიმაღლის ერთ-, ორ- ან მრავალსახლიანი (პოლიგამური) ფოთოლმცვივანი ხეები ან ბუჩქებია. შეიცავს 150-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, ნოყიერ და დაწრეტილ ნიადაგებზე. ზოგი ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას. უმეტესად მეზოფილური და ყინვაგამძლე მცენარეებია, ნაწილობრივ — ქსეროფიტები. [[კავკასია]]ში 11 სახეობაა, მათგან [[საქართველო]]ში - 9. ჩვენში ნეკერჩხალი გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, უმრავლესობა — მთის შუა და ზემო სარტყლამდე. მხოლოდ კავკასიის [[ენდემები|ენდემი]] — [[მაღალმთის ბოყვი]] (Acer trautvetteri) — ქმნის სუბალპურ სარტყელში ნაირბალახოვან მეჩხერ კორომებს, დანარჩენი კი შერეულია ფოთლოვან და წიწვოვან (უფრო ნაკლებად) ტყეებში. მეორე ენდემი [[სოსნოვსკის ნეკერჩხალი]] (Acer sosnowskyi) იზრდება მხოლოდ [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] კირქვიანებზე.
== ლიტერატურა ==
|