ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 75:
ფრენსის მორგანი, ჯონის მეურვე ედითს თვლიდა ტოლკინის სასკოლო საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად და შოკირებული იყო, რომ მისი აღსაზრდელი შეყვარებული იყო პროტესტანტ გოგონაზე. იგი უკრძალავდა ჯონს მასთან შეხვედრას, საუბარს ან მიმოწერას 21 წლის ასაკამდე. თუმცა, ჯონი მაინც ახერხებდა ედითთან მიმოწერას, მანამ სანამ ერთხელ მორგანი არ დაემუქრა მისი უნივერსიტეტული კარიერის დასრულებით.
 
21-ე დაბადების დღის საღამოს ტოლკინმა ედითს მისწერა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში და ცოლობა სთხოვა. ედითმა უპასუხა, რომ ამასობაში უკვე სხვის ცოლობაზე დათანხმდა - მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა, თითქოს ჯონმა იგი დაივიწყა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს მატარებლის ხიდთან და კვლავ იგრძნეს სიახლოვე. ედითმა საქმროს ბეჭედი დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ჯონს მიჰყვებოდა. ამას ასევე მოჰყვა ის, რომ მანედითი ჯონის თხოვნით კათოლიკედ მოინათლა. მისი სახლის პატრონი, რომელიც პროტესტანტი იყო, ამან ძლიერ გააღიზიანა და როგორც კი ედითმა შესძლო სხვა საცხოვრებლის პოვნა, მან გამოასახლა იგი.
 
ედითი და ჯონი დაინიშნენ ბირმინგემში, 1913 წლის იანვარში და იქორწინეს უორვიკში, წმ. მარიამის უმწიკლო კათოლიკურ ეკლესიაში, 1916 წლის 22 მარტს.