კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
ქართული კარტოგრაფია, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვიტარების მაგისტრალურ ხაზს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.
 
საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო 1723 წელს პარიზში გამოცემულ „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას“, რომლის ერთ-ერთ ავტორად თვით სულხან-საბა ორბელიანია აღიარებული. 1737 წელს კი ტიმოთე გაბაშვილმა შეადგინა იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) რუკა.
საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა.
 
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლ. მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.
 
პირველი ატლასი 1735 წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
 
მისი სახისათვის კარტოგრაფია იყენებს სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“ და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული
Line 24 ⟶ 28:
გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (მაგ., [[ოკეანე]]ები და [[ხმელეთი]], [[ჰიდროგრაფია|მდინარეთა ქსელი]], [[რელიეფი]], დასახლებული ადგილები და სხვ.) მოვლენების (მაგ., ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირული ჩამონადენი, და სხვ.) მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა, და ა.შ. გამოსახულებებს კარტოგრაფიული ბადის მიმართ ზუსტად ისეთივე განლაგება აქვს რუკაში, როგორც სინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაც მას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 
გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის მნიშვნელობა აქვს გეოდეზიის მონაცემებს დედამიწის ფორმისა და ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოტოპოგრაფიული გადაღების მასალას, რომელთა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველწყარო — ''[[ტოპოგრაფიული რუკა]]''. ამ თვალსაზრისით შედის კარტოგრაფია ტექნიკურ მეცნიერულ ციკლში, ხოლო სიმანდვილის გარკვეული მხარის კარტოგაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში იგი უკავშირდება საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, რომლებსაც თავისი შემეცნების საგნის შინაარსის გარდა, საგნის სივრცითი თავისებურებებიც აინტერესებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნება სპეციალური სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინები (მაგ., გეოლოგიური კარტოგრაფია, გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, ეკონომიკური კარტოგრაფია) და მათი განმაზოგადებელი დისციპლინა — თემატიკური კარტოგრაფია.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან