[[საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტო]]ს [[2014|2014 წლის]] 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დამბალხაჭოს და მის დამზადების ტექნოლოგიას [[არამატერიალური ძეგლი]]ს სტატუსი მიენიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) არის შეკვერილი [[ხაჭო]] (ხაჭოკვერა), რომელსაც სპეციალურ, წნელით შეკრულ ძობანში ალაგებენ, რომელიც ცეცხლის მახლობლად ჰკიდია. ხაჭო იბოლება და შრება. გამშრალ კვერებს თიხის ჭურჭელში ალაგებენ, რომელიც ხშირად [[ტენიანობა|ტენიანობისათვის]] მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით ორი თვეა საჭირო იმისათვის, რომ ხაჭოს [[ობი]] მოეკიდოს და დალბეს.
ამის შემდეგ მას უკვე საკვებად იყენებენ მშრალად, ან ერბოსთან ერთდ მოცხელებულს (დამბალხაჭოს ხაჭოერბო). დამბალხაჭოს საკმაოდ მაღალი [[კვებითი ღირებულება]] აქვს და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.
[[ფაილი:ხინკალი.jpeg|მინი|მარჯვნივ|ხინკალი]]
ფშაური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად ითვლება [[ხინკალი]]. ფშაური ხინკლის შიგთავსის შესანელებლად იყენებენ [[ხახვი|ხახვს]], [[პილპილი|პილპილს]], [[ბეგქონდარი|ბეგქონდარს]] და დაკეპილ [[პიტნა]]ს. ეს ყველაფერი კერძს განსაკუთრებულ არომატს და საგემოვნო თვისებებს აძლევს.