Trespass (ალბომი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
== ისტორია ==
 
ერთწლიანი კონცერტების შემდეგ, ძირითადად ღამის გამოსვლების სახით, როდესაც ჯგუფმა საბოლოოდ დატოვა [[Decca Records|Decca]], მუსიკოსებმა გაიცნე [[ტონი სტრეტონ-სმითოსმითი]], რომელმაც ჯენესისს დაეხმარა [[Charisma Records|Charisma]]-თან კონტრაქტის გაფორმებაში. 1970-იანისთვის ჯენესისმა უკვე შექმნა საკმარისი მასალა, რომ ორი ალბომი შეევსო. წევრების აზრით, იყო რამდენიმე სუსტი კომპოზიცია "Everywhere is Here," "Grandma," "Little Leaf," "Going out to Get You," "Shepherd," "Moss," "Let Us Now Make Love," და "Pacidy". მათ საბოლოოდ ჩაწერაზე უარი თქვეს იმ დროისთვის, როდესაც ენტონი ფილიპსმა ჯგუფი დატოვა.
<ref>{{cite web|last=Negrin|first=David|title=An Interview with Anthony Phillips|url=http://www.worldofgenesis.com/AnthonyPhillips-Interview2001.htm|accessdate=21 December 2011}}</ref> ტონი ბენქსი ''[[Genesis Archive 1967-75|Archive 1967-75]]''-ში აღნიშნავს, რომ "Let Us Now Make Love" ფილიპსის სტილში ჟღერდა და ალბომისთვის აღარ ჩაწერეს, ვინაიდან თვლიდნენ, რომ სინგლისთვის ივარგებდა, თუმცა ენტონის მოულოდნელი წასვლის შემდეგ ჯგუფი დაშლის პირას იდგა და ალბომის წარუმატებლობამაც ყველა დაარწმუნა, რომ სიმღერის დასრულება არ ღირდა. შედეგად, BBC Nightride-ისთვის ჩაწერილი ვარიანტი რჩება ერთადერთ ვერსიად.
 
მიუხედავად იმისა, რომ ჯენესისის სიმღერების დიდი ნაწილი იწერებოდა მთელი ჯგუფის მიერ, 1985 წლის ინტერვიუში მაიკ რეზერფორდი ამბობდა, რომ ''Trespass''
იყო ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომელზეც ყოველი სიმღერა დაიწერა ყველა წევრის მიერ თანაბრად - ყოველ შემდეგ ალბომზე ამა თუ იმ სიმღერის ავტორი იყო ერთი ან ორი ცალკე წევრი, ხოლო ჯგუფის სხვა მონაწილეები შედარებით მცირე წვლილით გამოირჩეოდნენ.<ref name="Mike on Mike">Neer, Dan (1985). ''Mike on Mike'' [interview LP], Atlantic Recording Corporation.</ref> კოლექტივი აგრეთვე უკმაყოფილო იყო [[ჯონ მეიჰიუ]]ს შესრულებით, ამიტომ მოგვიანებით ახალი დრამერი იპოვა - [[ფილ კოლინზი]].
 
==გარეკანი==
 
ალბომის გარეკანის ავტორია [[პოლ უაიტჰედი]], რომელმაც აგრეთვე იმუშავა ჯგუფის შემდეგი ორი ალბომის დიზაინზე. უაიტჰედმა დაასრულა გარეკანი, მაგრამ ჯგუფმა სიმღერების სიას დაამატა „The Knife“. ვინაიდან გარეკანი აღარ ეხმაურებოდა ალბომის თემას, მათ მხატვარს სთხოვეს სურათის შეცვლა. მაგრამ მან ასეთ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამიტომ, მუსიკოსებმა შესთავაზეს ნახატის ნამდვილი დანით გაჭრა.<ref>{{cite book | author1= Will Romano | title = Mountains Come Out of the Sky: The Complete Illustrated History of Prog Rock | publisher = Backbeat Books | year = 2010 | page = 72 | isbn = 978-0-8793-0991-6 }}</ref> შედეგად მიღებული გამოსახულება, ნამდვილი დანით, ფოტოსურათის სახით გადაიღეს, მაგრამ ოთახში დამონტაჟებული გამოსახულების გამო იგი ლურჯად გამოჩნდა.
 
== სიმღერების სია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Trespass_(ალბომი)“-დან