ჟან-მიშელ ჟარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 97:
 
''[[Rendez-Vous]]'', შემდეგი სტუდიური ალბომი, ორი თვის განმავლობაში იწერებოდა და, ისევე, როგორც ''Zoolook'', შეიცავდა 1983 წლის ''Musique pour Supermarché''-ის ელემენტებს.<ref name="Remilleuxp35" /> მისი სამი ნაწილი აღწერს ჰიუსტონის განვიტარებას, სოფლის ეკონომიკიდან კოსმოსურ ტექნოლოგიებში ლიდერობამდე.<ref name="Pittsburgh1986" /> თავისი სტილით უფრო მეტად [[ბაროკო]]ს მიმართულების, ალბომი შეიცავს ვალტორნებს, ტრომბონებს და ვიოლინოებს, ისევე, როგორც [[Elka Synthex]]-ის ჟღერადობას - განსაკუთრებით "Third Rendez-Vous"-ში, რომელსაც ჟარი კონცერტებზე ლაზერული არფით ასრულებს.<ref name="Remilleuxp35" /> ალბომზე მუშაობისას ჟარმა ითანამშრომლა რამდენიმე ჰიუსტონელ ასტრონავტთან. მათ შორის იყვნენ ბრიუს მაკ-კენდლის II და ყოფილი ჯაზ-მუსიკოსი [[რონალდ მაკნერი]]. უკანასკნელს ცოცხლად უნდა დაეკრა "Rendez-Vous VI"-ში, მაგრამ 1986 წლის 28 იანვარს „ჩელენჯერის“ კატასტროფამ და მაკნერის დაღუპვამ ამ ჩანაფიქრს წერტილი დაუსვა. თუმცა, პარტია ჩაწერა კირკ უოლუმმა. ალბომზე "Rendez-Vous VI" მითითებულია ქვესათაურით "Ron's Piece".<ref name="Steamroller" />
 
{{ციტატა|მახსოვს, რომ გაფრენამდე რონმა პარიზში დამირეკა და მითხრა „ყველაფერი მზად არის, ერთ კვირაში გნახავ, ტელევიზორში გაფრენას უყურე“&nbsp;...რონის ღიმილი და სახე სამუდამოდ გულში დამრჩება.<ref name="Steamroller" />}}
 
დაახლოებით 2000 პროექტორი უშვებდა გამოსახულებას შენობებზე და გიგანტურ ეკრანებზე, დაახლოებით 370 მეტრის სიმაღლეზე, გადააქცია რა ქალაქის ცათამბჯენები ფეიერვერკებისა და ლაზერების ფონად.<ref name="Pittsburgh1986" /> [[Rendez-vous Houston]] [[გინესის რეკორდების წიგნი|გინესის რეკორდების წიგნში]] მოხვდა 1.5 მილიონი დამსწრე მსმენელით და მუსიკოსის 1979 წლის რეკორდს გაუსწრო. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ახლომდებარე ავტოსტრადაზე შეიქმნა საცობი. ქალაქის მმართველობა იძულებული იყო, ავტოსტრადა კონცერტის დასასრულამდე დაეხურა.<ref name="Porticop86">{{Harvnb|Portico|Matlock|2008|p=86}}</ref><ref>{{Harvnb|Remilleux|1998|p=93}}</ref> თვეების შემდეგ ლიონში ჟარმა დაახლოებით მილიონი მსმენელის წინაშე კიდევ ერთი კონცერტი გამართა<ref name="oxygeneconcert" />, რომელიც რომის პაპ [[იოანე პავლე II]]-ის ვიზიტს ეძღვნებოდა. პაპი თავად მიესალმა მსმენელებს ლიონის საკათედრო ტაძრიდან. გამოსვლის ჩანაწერი შეტანილია ''[[In Concert Houston-Lyon]]''-ში.<ref name="Steamroller" />
 
[[File:DESTINATION1.jpg|thumb|right|[[Jarre Live / Destination Docklands|Destination Docklands]], ოქტომბერი 1988]]
 
1988 წელს ჟარმა გამოსცა ალბომი ''[[Revolutions (ალბომი)|Revolutions]]''. მან რამდენიმე ჟანრი მოიცვა, მათ შორის - სიმფონიური ინდუსტრიული მუსიკა, არაბული მელოდიები, მსუბუქი პოპ-მუსიკა გიტარის თანხლებით და ეთნიკური ელექტრო-ჯაზი. ორსაათიანი კონცერტი [[Destination Docklands]] დაიგეგმა 1988 წლის სექტემბრისთვის. მისი გამართვის ადგილი უნდა ყოფილიყო ლონდონის დოკები.<ref name="fears" /> ეს ადგილი არჩეული იყო არა მხოლოდ იმის გამო, რომ უმოქმედო იყო, არამედ იმიტომ, რომ ჟარი თვლიდა, რომ ადგილობრივი არქიტექტურა მის მუსიკაზე მორგებული იყო. 1988 წლის დასაწყისში ჟარი შეხვდა ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლებს<ref name="makingofdocklands" />, მაგრამ რაიონის საბჭო შიშობდა უსაფრთხოების გამო და 12 სექტემბრამდე საბოლოო პასუხი გადადო<ref name="fears">{{Citation | title = Thames extravaganza threatened by fears | url = https://news.google.com/newspapers?id=JtkTAAAAIBAJ&sjid=2wYEAAAAIBAJ&pg=5468,5813719&dq=jarre+newham | publisher = ''Ocala Star-Banner'' | date = 11 September 1988 | accessdate = 15 June 2011}}</ref>, შემდეგ კი საერთოდ უარი თქვა ლიცენზიის გაცემაზე. ადგილობრივი მეხანძრეები ასევე განიცდიდნენ, რომ არსებობდა ხანძრის რისკი. თუმცა, ჟარის გუნდი მაინც ეძებდა ალტერნატიულ ადგილმდებარეობებს. საბოლოოდ, სანახაობა მოცურავე სცენაზე გადაიტანეს. დაიგეგმა ორი კონცერტი - 8 და 9 ოქტომბრისთვის.<ref name="makingofdocklands">{{Citation | title = Jean-Michel Jarre Destination Docklands | format = VHS | publisher = Francis Dreyfus Music | year = 1989}}</ref><ref>{{Citation | title = People in the News | url = https://news.google.com/newspapers?id=S20VAAAAIBAJ&sjid=r-EDAAAAIBAJ&pg=6719,7376652&dq=jarre+newham | publisher = ''Eugene Register-Guard'' | date = 30 September 1988 | accessdate = 15 June 2011}}</ref>
 
მოცურავე სცენის გარდა, გამოიყენებოდა ორი დიდი ეკრანი. ერთ-ერთი შენობა, რომელიც გამოიყენებოდა პროექციებისთვის, თეთრად იქნა შეღებილი. კონცერტისთვის აგრეთვე მოამზადეს გიგანტური დისკო-ბურთი, რომელიც გზაზე გადმოვარდა და გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან ბევრს იგი ჩამოვარდნილი სატელიტი ეგონა. კონცერტზე, ცაში გასაშვებად და ადგილობრივი არქიტექტურის გასანათებლად აგრეთვე გამოიყენებოდა [[II მსოფლიო ომი]]ს პერიოდის პროჟექტორები<ref name="makingofdocklands" />. ახლოს მდებარე პარკებსა და ქუჩებზე შეიკრიბა ათასობით მსმენელი, დამატებითი 200.000 კი მუსიკოსის გამოსვლას თვალს ნაკლებად ხელსაყრელი ადგილებიდან ადევნებდა. უეცრად შეცვლილი ამინდის გამო წარმოიშვა სცენის განადგურების რისკი, ამიტომ იგი დააბრუნეს დოკებთან. ქარის სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ ტელევიზიის კუთვნილი კამერებიც დააყირავა. მეორე საღამოს (რომელსაც ესწრებოდა [[პრინცესა დაიანა]]),<ref name="oxygeneconcert" /> ყველაფერი დაფარა წვიმამ და ქარმა.<ref name="makingofdocklands" />
 
==დისკოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-მიშელ_ჟარი“-დან