რუსთავი 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.100.238.139-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 21:
 
ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ [[ეროსი კიწმარიშვილი]], [[დავით დვალი]], [[ჯარჯი აქიმიძე]] და [[ნიკა ტაბატაძე]]. [[2004]] წლის ივლისიდან [[2005]] წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი [[ქიბარ ხალვაში]] ტელეარხის 90%-ს ფლობდა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან [[ირაკლი ოქრუაშვილი|ირაკლი ოქრუაშვილთან]], რომელიც წლების განმავლობაში მისი ადვოკატი იყო. [[2006]] წლის [[4 იანვარი|4 იანვარს]] დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ძმამ, იყიდა რუსთავი 2-ის აქციების 22%. [[2006]] წლის ზაფხულში ხალვაშმა მისი აქციების დარჩენილი ნაწილი მიყიდა კომპანია [[გეოტრანსი|გეოტრანსს]], ხოლო ბეჟუაშვილმა საკუთარი აქციები, ასევე მის საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიყიდა.
 
==2015 წლის შემოდგომაზე განვითრებული მოვლენები==
2015 წლის 4 აგვისტოს, ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ 5 აგვისტოს დააკმაყოფილა.<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/105/News/48606/ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა] - ნეტგაზეთი</ref><ref>[http://rustavi2.com/ka/news/23444 რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია] - რუსთავი 2</ref> ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.
 
2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები.
 
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილებიც დააყადაღა.<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/105/News/51883/.htm ნეტგაზეთი]</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.rustavi2.com.ge/ რუსთავი-2-ის საიტი]
* [http://www.televizia.org/rustavi2hq/ რუსთავი 2 LIVE]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს ტელეარხები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთავი_2“-დან