ოფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ოფლი''' — უფერული მლაშე სითხე, [[კანი|კანში]] არსებული [[საოფლე ჯირკვლები]]ს სეკრეტი. ოფლის ძირითადი ფუნქციაა [[ძუძუმწოვრები]]ს [[ორგანიზმი]]ს გაგრილება თერმორეგულაცია, ასევე მასთან ერთად გამოიყოფა ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები. მნიშვნელოვანია ოფლის როლი ძუძუმწოვართა შორის [[ინფორმაცია|ინფორმაციის]] გადაცემის სოციალურ-ბიოლოგიურ პროცესებში.
 
ზრდასრული [[ადამიანი]] დღე-ღამეში საშუალოდ 700-900 გრამ ოფლს გამოყოფს, გაძლიერებული ოფლის გამოყოფის შემთხვევაში (მაგალითად, ოფლმდენი საშუალების მიღებისას) კი 1500-2000 გრამს. საოფლე ჯირკვლების არაპროპორციული განლაგების გამო ადამიანის კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება. ყველაზე ხშირად — ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვეშა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი. ადამიანების უმრავლესობას სხეულის მარჯვენა ნახევარი უფრო ძლიერად ეოფლება, ვიდრე მარცხენა. ადამიანს ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი აქვს ხელისგულზე – 600-მდე კვადრატულ სანტიმეტრზე.
 
ოფლის გამოყოფის ფუნქციის რეფლექსი გამოიწვევა გარემოს მაღალ ტემპერატურაზე, კანის სითბოს აღმქმელი რეცეპტორების გაღიზიანებით. საოფლე ჯირკვლები მონაწილეობს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში. ერთი ლიტრი ოფლის გამოყოფაზე იხარჯება 2436 კჯ, რაც იწვევს ორგანიზმის გაგრილებას.გარემოს დაბალი ტემპერატურისას ოფლის გამოყოფა მკვეთრად მცირდება. ჰაერის წყლის ორთქლით გაჯერებისას, კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლება წყდება, ამიტომ, ცხელ და ნესტიან სათავსოში ყოფნა ძნელად გადასატანია.
 
ოფლის სუნი შეიძლება იყოს როგორც აუტანელი ისე მიმზიდველი, რაც დამოკიდებულია სუბიექტის სქესსა და დაწყვილებისადმი მზადყოფნაზე. ჯანმრთელი ადამიანის ახალგამოყოფილი ოფლის სუნი პრაქტიკულად არ იგრძნობა. ოფლის მკვეთრი, დამახასიათებელი სუნი იგრძნობა გარკვეული დროის შემდეგ,როცა ადამიანის სხეულზე (ტანსაცმელზე) მცხოვრები ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას.
ადამიანის ოფლი შეიცავს 98-99% [[წყალი|წყალს]], [[მარილი|მარილებს]] (უმეტესად NaCl, დაახლოებით 0,3%), შარდოვანას, შარდმჟავას, კრეატინს, [[ცხიმები|ცხიმებს]], სერინებს, აქროლად ცხიმოვან მჟავებს, წყვილ ეთერ-გოგირდოვან და არომატულ ოქსიმჟავებს, ქოლესტერინს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|607}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://www.medgeo.net/2014/07/24/ofli/ ოფლი — MedGeo.Net]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოფლი“-დან