იუსტინიანე II (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Solidus-Justinian II-Christ b-sb1413.jpg|მინი|იუსტინიანეს პირველ და მეორე ზეობის ხანის.]]
'''იუსტინიანე II ფლავიუსი''' ''მეტსახელად'' „რინოტმეტოსი“ ([[ქართული ენა|ქართ.]]: უცხვირო, ცხვირმოჭრილი) (* [[669]]; † [[4 ნოემბერი]] [[711]]) – [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორი [[685]]-[[695]] და [[705]]-[[711]] წლებში., ჰერაკლიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
 
== ბიოგრაფია ==
იუსტინიანეს პირველი ზეობა იმედისმომცემად დაიწყო. მან რამდენიმე მისი დროისთვის პროგრესული რეფორმა გაატარა. მათ შორის აღსანიშნავია მიწის რეფორმა, რომელმაც [[ანატოლია|ანატოლიაში]] ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. იუსტინიანმა ანატოლიაში [[სლავები|სლავური]] ტომები ჩაასახლა, რითაც ერთი მხრივ მოსახლეობის და მიწათმოქმედთა რიცხვმა იმატა და მეორე მხრივ იმპერატორმა შექმნა სამხედრო ბაზისი, რომელზეც შეეძლო დაყრდნობა.
 
მიუხედავ ამ რეფორმებისა იუსტინიან II სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მისმა მოწინააღმდეგეებმა [[695]] წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს, ცხვირი მოაჭრეს და [[ყირიმის ნახევარკუნძული|ყირიმზე]], კოლონია [[ხერსონი|ხერსონში]] გადაასახლეს. ხერსონელებს არ უყვარდათ ის და დევნიდნენ მას. ყირიმიდან იგი გემით გაიქცა და თავშესაფარი სთხოვა ბულგართა ხანს ტერველს ქალაქ [[პლისკა]]ში. აქედან იგი [[ბულგარელები|ბულგარელთა]] ჯარებით დაბრუნდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] და [[705]] წელს კვლავ იმპერატორი გახდა. მას შემდეგ, რაც მოახერხა ტახტის დაბრუნება, იუსტინიანე სასტიკად გაუსწორდა ხერსონელებს.
 
მეორედ ზეობის პერიოდში იუსტინიანმა ბიზანტიაში ტერორი დაამყარა. მის მიერ მოკლულ უამრავ დიდებულს შორის [[კონსტანტინოპოლის პატრიარქი]] [[კალენიკე I (კონსტანტინეპოლი)|კალენიკე I]]-იც იყო. [[711]] წელს იუსტინიან II ხელმეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან და იმავე წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] მოკლეს.