ყულევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
 
==ისტორია==
[[ფაილი:Gagarin. Redout-Kale. 1847.jpeg|250px|thumb]]
{{მთავარი|რედუტ-კალე}}
დასახლება, სახელწოდებით რედიტ-კალე ხობისწყლის შესართავში დაარსდა1804 წელს, როდესაც ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა და რედუტი მოეწყო. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყულევი“-დან