არაგვის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
'''არაგვის საერისთავო''', ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით [[ერისთავთერისთავი]]). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - [[ხევი (მხარე)|ხევი]], [[თრუსო]], [[ხადა]], [[გარეშემო]], [[მრევლი]], [[ცხავატი]], [[გუდამაყარი]], [[ხანდო]], [[ჭართალეთი]] და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. [[მისაქციელი]]დან [[ანანური|ანანურამდე]]). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770). წყაროებით ცნობილი პირველი ერისთავები
არაგვის საერისთავოს ბარში სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და [[მებაღეობა]], [[მევენახეობა]], მთაში (ანანურიდან დარიალამდე) კი - [[მეცხოველეობა]], განსაკუთრებით [[მეცხვარეობა]] (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწველობის დარგებიდან განვითარებული იყო ყველის კეთება, შალის ქსოვა, ტყაპუჭის დამზადება და სხვა. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო [[დუშეთი]], [[ანანური]], [[ჟინვანი]]. არაგვის საერისთავოზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (მერმინდელი [[საქართველოს სამხედრო გზა]]).
|